სიახლეები
სკოლები

„გვჯერა, რომ ისინი ასახელებენ სკოლას და ღირსეულ ადგილს დაიკავებენ საზოგადოებაში“ - ჭალოვანის საჯარო სკოლა XII კლასელებს დაემშვიდობა
21-05-2021
-
+


ბეჟან ხარაიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანის საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებს დაემშვიდობა.

„კიდევ ერთი მზიანი და ნათელი დღე დაუდგა ჭალოვანის საჯარო სკოლას, კიდევ ერთი შესანიშნავი თაობა - ჩვენი სკოლის XII კლასელი მოსწავლეები გაიხურავენ სკოლის კარებს, კიდევ ერთი ამაღელვებელი და ემოციური წუთები იქნება. 

მათ ემშვიდობება, კეთილი სურვილებით, სკოლის დირექცია-ადმინიტრაცია, აღმზრდელი მასწავლებლები, ტექნიკური პერსონალი, უფროსი და უმცროსი მეგობრები, მშობლები.

სამწუხაროა, რომ კოვიდპანდემიამ მსოფლიო და მათ შორის საქართველოც დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ყველა სფეროში და მათ შორის მტკივნეულად შეეხო ეს განათლების სისტემას.  მიუხედავად ამისა, ჭალოვანის საჯარო სკოლა ამ გამოწვევებს შეძლებისდაგვარად უმკლავდება. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ დღეს ჩვენი სკოლაში ტრადიციულად ვერ ვატარებთ პომპეზურ, ფართომასშტაბიან ზეიმს, უსაფრთხოების გამო. 

და ბოლოს, ჭალოვანის საჯარო სკოლა ჩვენი სკოლის აწ უკვე კურსდამთავრებულებს უსურვებს ჯანმრთელობას, წარმატებებს, მიზნების განხორციელებას. გვჯერა და გვწამს, რომ ისინი ასახელებენ სკოლას და ღირსეულ ადგილს დაიკავებენ საზოგადოებაში. 
ღმერთი ყოფილიყოს მათი შემწე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება