მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ განსაკუთრებით ემოციური იყო.
სკოლის მასწავლებლებმა და დირექტორმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს განვლილი წლებისთვის და იმ გამარჯვებებისთვის, სიყვარულისა და სითბოსთვის რომელსაც მოსწავლეები მთელი ამ დროის მანძილზე გასცემდნენ.
„ამაღელვებელი და ემოციებით დატვირთული იყო დღევანდელი დღე ყველა სკოლაში, სადაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ბოლოჯერ წკრიალებდა ზარი. თითქოს კინოკადრებივით სწრაფად ჩაირბინა თორმეტმა წელმა და მშობლიური სკოლის კედლებს დაემშვიდობა ჩვენი ძვირფასი მეთორმეტეკლასელები. ბავშვები, რომლებმაც ბევრჯერ ასახელა სკოლა, ბევრჯერ გაგვხადა უდიდესი სიხარულის მოზიარე სხვადასხვა ტურებში, კონფერენციებში, კონკურსებში, პროექტებში მიღწეული გამარჯვებებით.
ცხოვრების ფართო ასპარეზზე გასვლას გილოცავთ, სკოლის მზე ბავშვებო .
თქვენი თაობა გამორჩეულად მოაზროვნე და მებრძოლია, თქვენ ზუსტად იცით დასახული მიზნისკენ რა გზებით იაროთ, თქვენში თავისუფლების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია, ამიტომაც გვჯერა თქვენი, გვჯერა თქვენი ბრწყინვალე მომავალის, რომელიც იქნება გარანტი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარებისა.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ მონიჭებული სიხარულისთვის, თქვენთან ერთად გატარებული ბედნიერი წლებისთვის.
მადლობა ყველა პედაგოგს, გაწეული თავდაუზოგავი შრომისა და გარჯისთვის. მადლობა მათ, თქვენს პიროვნებებად ჩამოყალიბებაში დადებული თითოეული აგურისთვის.
მადლობა თქვენს მშობლებს, რომელთა თანადგომასა და მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდით.
მადლობა უფალს ამ შესაძლებლობისთვის, რთული პანდემიური მდგომარეობის მიუხედავად, სკოლის კედლებში რომ შევძელით თქვენთან დროებით დამშვიდობება. დროებით იმიტომ, რომ ჩვენ ვრჩებით თქვენს მუდმივ გულშემატკივარად. გვჯერა თქვენი წარმატებებისა კარს მომდგარ გამოცდებზე. კიდევ ერთხელ, მადლობა სიყვარულისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს