მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N18 საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელების გაცილება ემოციური და ამაღელვებელი იყო როგორც სკოლის თანამშრომლების ისე მოსწავლეებისთვის.
„ბოლო ზარის“ დღე განსაკუთრებით იყო მოსწავლეების დამრიგებლისთვის თამარ თავბერიძესთვის, რომელმაც მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და განვლილი 8 წელი გაიხსენა.
„ჩემო პაწაწუნებო, თუმცა უკვე დიდებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს ნამდვილად დაამთავრეთ სკოლა და დაფრთიანდით. ძალიან, ძალიან მიყვარხართ და უკვე მომენატრეთ. ერთი დიდი ბედნიერება იყო თქვენთან ურთიერთობა 8 წლის განმავლობაში, თქვენი სიბეჯითით, თუ სიზარმაცით, სიცელქეებით, ოღონდ მეგობრობით, ერთგულებით და სიყვარულით.
თქვენი სიხარულით მიხაროდა და თქვენი მოწყენილობა თუ პრობლემა ჩემთვისაც პრობლემა იყო. დღეს უკვე დაასრულეთ ცხოვრების ერთი ეტაპი და მეორეზე გადახვედით. წინ ეროვნული გამოცდები გელოდებათ. მეც ვღელავ თქვენთან ერთად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი გაართმევთ ამასაც თავს და ჩაირიცხებით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. მინდა დაგილოცოთ სავალი ბილიკები. ია-ვარდით მოფენილი ყოფილიყოს იგი თქვენთვის, დაბრკოლებებიც კი ღირსეულად გადაგელახოთ და უფრო მეტად წარმატებულებს გაგეგრძელებინოთ წინსვლა. მე კი მეამაყოს თქვენით. დღეს, ემოციებით დაცლილი და აღელვებული ვარ. ამიტომ მომიტევეთ, თუ რაიმე გამომრჩა, მაგრამ იცოდეთ, რომ უსაზღვროდ მიყვარხართ, მეამაყებით და მუდამ თქვენს გვერდით მიგულეთ. თქვენი თამრიკო მასწ-ი“, - აღნშნავს პედაგოგი ემოციურ მიმართვაში.
იხილეთ ფოტო - ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა