მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც.
ბოლო ზარი დაირეკა ჭიათურის N7 საჯარო სკოლაშიც და ბავშვები ცხოვრების ახალ ასპარეზზე დიდი სიყვარულით გააცილეს. ეს მნიშვნელოვანი, ამაღელვებელი და ბედნიერი დღეა ყველა მეთორმეტეკლასელისთვის! ჭიათურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთი დღე გაატარეს ერთად, რომელიც არასოდეს დაავიწყდებათ. ბავშვები გამოეთხოვნენ მასწავლებლებს, სკოლას, მეგობრებს და მათთვის დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი.
„ჭიათურის N7 საჯარო სკოლამ 2021 წლის 20 მაისს, ორმოცდამეექვსედ გაუშვა დაფრთიანებული თაობა. დამრიგებელმა, დალი გოგსაძემ, სათითაოდ მიმართა და სიტყვიერად მიეფერა მოსწავლეებს, რომელთა დამრიგებლობის პატივი 8 წლის მანძილზე ერგო. მოსწავლეებმა მინიატურებით გაახალისეს მაყურებელი, უკვე ყოფილ მოსწავლეებს სათითაოდ მიმართეს სიტყვით, მოგონებებით გაჯერებული პროგრამით ღიმილი გამოიწვიეს დამსწრე საზოგადოებაში. კოვიდ-19-ის პირობებში ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართა დისტანციის დაცვით, ორგანიზატორი კი გახლდათ სალომე მიქაძე“, - აღნიშნულია ჭიათურის N7 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა