2017-2018 სასწავლო წლის „ეტალონის“ საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს ფულადი ვაუჩერები გადაეცემათ
16-12-2017
დაკოპირებულია
-
+
„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-შეჯიბრს ატარებს. დღეს 2017-2018 სასწავლო წლის საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოვლინდებიან. ამასთან, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი ახალი, ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტის Izrune.ge-ს პრეზენტაციას გამართავს.
ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩ(ებ)ი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სტუდენტები, არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებიან.
დღევანდელი ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარეობს. ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის შუალედურ კონკურსში 24 მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ მონაწილეობს.
პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 1000, 800 და 500 ლარიან ვაუჩერებს გადასცემს.
დღევანდელი შეჯიბრის ყველა მონაწილე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.