სიახლეები
სკოლები

„ჩვენს ხელში გამოზრდილი კიდევ ერთი ახალი თაობა გადავიდა ცხოვრების ახალ ეტაპზე“ - ზოდის საჯარო სკოლის დირექტორის მილოცვა მეთორმეტეკლასელებს
21-05-2021
-
+


„გვინდა გზა დავულოცოთ ჩვენს კურსდამთავრებულებს, ვუსურვოთ ოცნებების ახდენა და შინაარსიანი ცხოვრების გზა“ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის დირექტორი, ნონა ყაველაშვილი მე-12 კლასის მოსწავლეებს გამოემშვიდობა.

„კურსდამთავრებულებთან განშორება დიდი სიხარული და ამავდროულად დიდი სევდაცაა. ჩვენს ხელში გამოზრდილი კიდევ ერთი ახალი თაობა გადავიდა ცხოვრების ახალ ეტაპზე. არიან კლასები, რომლებიც სამუდამოდ გვამახსოვრებენ თავს. ამჯერადაც ასე იყო. 7 მოსწავლიდან 4 ოქროს მედალოსანია.

სიტყვებიც არ მყოფნის აქ ვწერო მათი სიბეჯითის, პასუხისმგებლობის და გულისხმიერების შესახებ მშობლიური სკოლისადმი და ზოგადად საზოგადოებისადმი. ეს მადლიერება მათ თავისებურად გამოხატეს. სკოლას  გადასცეს  კედლის საათი, რომელიც ბევრისმთქმელია და რომელიც დაამშვენებს სკოლის კედლებს. გვინდა გზა დავულოცოთ ჩვენს კურსდამთავრებულებს, ვუსურვოთ ოცნებების  ახდენა და შინაარსიანი ცხოვრების გზა“, - წერს სკოლის დირექტორი მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტო

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გამოცდებზე იყო ის საკითხები, რაც არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმაარამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება