სიახლეები
სიახლეები

დისტანციურ სწავლებაზე 63 სკოლა, 188 კლასი და 120 მასწავლებელი იმყოფება - ბოლო ერთ კვირაში სკოლებში კორონავირუსის გავრცელება შემცირდა
22-05-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებელია შენარჩუნებული. ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე 63 სკოლა, 188 კლასი და 120 მასწავლებელი იმყოფება.

13 მაისიდან, სასწავლო პროცესის განახლებიდან, 21 მაისის ჩათვლით მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,05%-ს დაუდასტურდა.

მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 63 სკოლა და 188 ცალკეული კლასი.

შემცირებულია რისკის ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნაზე შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 120  მასწავლებელი იმყოფება.

ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები  ვრცელდება.

2020-2021 სასწავლო წლის საკლასო ოთახებში დასრულება ამ ეტაპზე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ყველაფერს აკეთებს, რომ  პანდემიის მესამე ტალღა სასწავლო პროცესისთვის ნაკლებად დამაზიანებელი იყოს.

ამ მიზნით სკოლებში მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენა. ამასთან, ინტენსიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა სისტემური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ, პარალელურად კი გრძელდება ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით“, - წერია სამინისტროს ინფორმაციაში.  

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება