Izrune.ge-ს პრეზენტაციაზე „ეტალონის“ პრაქტიკული ღონისძიების მონაწილეებმა და დამსწრეებმა მოსწავლეთა საგანმანათლებლო პორტალის კითხვებს უპასუხეს
16-12-2017
დაკოპირებულია
-
+
ამ წუთებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალი, ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია მიმდინარეობს. ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩ(ებ)ი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სტუდენტები, არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებიან.
გოჩა ტყეშელაშვილმა დამსწრე აუდიტორიას Izrune.ge-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან აღნიშნა, მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი, ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტი, უამრავ სიახლეს სთავაზობს მშობლებს, მოსწავლეებს და საგანმანათლებლო სფეროთი დაინტერესებულ პირებს. გოჩა ტყეშელაშვილის თქმით, Etaloni.ge-ში ჩართული სკოლების მოსწავლეები, Izrune.ge-ზე დარეგისტრირებასა და ყოველდღიურად განახლებადი სასკოლო ტესტების გაკეთებას, მხოლოდ ერთ ლარად შეძლებენ.
პრეზენტაციაზე ღონისძიების დამსწრეებმა და მონაწილეებმა „ეტალონისა“ და Izrune.ge-ს ავტორთან ერთად, ინოვაციური საიტის ტესტებსაც უპასუხეს.