სიახლეები
სიახლეები

„მე არ გავჩუმდები, სანამ სამართლიანობა არ აღდგება“ - აბიტურიენტი „ნაეკს“ ადანაშაულებს და გამონაკლისის დაშვებას ითხოვს
24-05-2021
-
+


აბიტურიენტს, რომელსაც სმენის პრობლემა აქვს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტი უარს ეუბნება მოსმენითი დავალების ამოღებაზე. როგორ აპლიკანტი ტერეზა გალსტიანი სოციალურ ქსელში წერს, იგი შშმ პირია, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სპეციალური პირობების სჭირდება.

აბიტურიენტმა განცხადებით მიმართა ცენტრს და მოითხოვა, გამოცდის ცალკე ოთახში დაწერა, გამოცდის დროის გაზრდა და უცხოურ ენაში მოსასმენი დავალების ამოღება, ვინაიდან მისი თქმით, მოსმენის უნარს წლებია მოკლებულია. თუმცა როგორც ნაეკმა აბიტურიენტს უთხრა, მოსასმენითი დავალების გაუქმებით, გამოცდა აზრს კარგავს. 

აბიტურიენტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გამოცდების ეროვნული ცენტრი ზედმეტად უსამართლოდ მომექცა!

ჩვენი ქვეყანა ჩალით რომ გადაფარებულია, ალბათ, ყველამ ვიცით. არცერთი სფერო რომ არ მუშაობს გამართულად, ესეც ახალი ამბავი არ არის.

წელს გავდივარ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. სტანდარტულად, სამ საგანს ვაბარებ. გამომდინარე იქიდან, რომ ვარ შშმ პირი, კერძოდ, სმენის დაზიანების მქონე, რეგისტრაციის დროს მივუთითე სპეც. საჭიროება და განცხადებაც დავწერე, სადაც სულ სამი მოთხოვნა მქონდა: ცალკე ოთახში გამოცდების წერა, დროის მომატება და ყველაზე მნიშვნელოვანი - უცხო ენაში მოსასმენი დავალებების გაუქმება და წერითი სავარჯიშოებით ჩანაცვლება, რადგან ფიზიკურად მოსმენის უნარი აღარ შემწევს წლებია.

განცხადების გაგზავნის შემდეგ, „ნაეკისგან“ ველოდებოდი უკუკავშირს, რომ მცოდნოდა, მიიღეს თუ არა მეილი და იკითხებოდა თუ არა დოკუმენტების სკანირება. რა თქმა უნდა, არავის არაფერი მოუწერია და ისევ მე ვცადე ცხელ ხაზზე დარეკვა. ოთხი ადამიანი ვცდილობდით დარეკვას, მაგრამ ზარიც კი არ გადიოდა, ეგრევე ითიშებოდა. ამ დროს კი „ნაეკის“ ფეისბუქ გვერდი მწერს, რომ 7 ოპერატორი მუშაობს და წესით, პრობლემა არ უნდა მქონდეს დარეკვაზე, თუმცა, ფაქტია, ვერავინ მოვახერხეთ კონტაქტზე გასვლა. ბოლოს, ცხელი ხაზი აქეთ დაგვიკავშირდა. ჩემ ნაცვლად ჩემი ნაცნობი ელაპარაკებოდა ოპერატორს. ზუსტად ორჯერ იკითხა, თავად რატომ ვერ დავრეკე. ნაცნობიც უხსნის, რომ ცუდად მესმის და ამიტომ, მაგრამ ის მაინც გაიძახის, რომ მე უნდა დამერეკა. მერე ასეთი რამ გვითხრეს: „თუ მეილი მივიღეთ, არ დავრეკავთ, მაგრამ თუ არ მივიღეთ - შეგატყობინებთ“. რეალურად, ორივე შემთხვევაში დარეკვა აუცილებელია. აგრეთვე, როგორც გაირკვა, სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილება, ვის რა შეღავათი ექნება გამოცდებზე, საჯარო ვებგვერდზე აიტვირთება. ანუ, დავუშვათ, თუ არ მსურს, რომ ვინმემ იცოდეს ჩემი პირადი ინფორმაცია, ამ დროს, ზუსტად „მთელი დუნია“ გაიგებს.

რამდენიმე დღის წინ, დილით, „ნაეკის“ ცხელი ხაზის 2 გამოტოვებული ზარი ვნახე. მივწერე ერთ-ერთ ნაცნობს და ვთხოვე, გაერკვია რა უნდოდათ. დარეკა, აუხსნა სიტუაცია და უთხრეს, ჩავინიშნავთ და დავუკავშირდებითო. რაღაც დროის გასვლის შემდეგ, მომდის სმს და უტაქტოდ ისევ მთხოვენ, რომ ვინმე მესამე პირმა დაურეკოს მათ, რათა გაესაუბრონ ჩემზე. ე.ი აპლიკანტი მე ვარ, იციან, რომ სმენის გამო ვერ ვრეკავ/ვსაუბრობ ტელეფონზე და ნაგლად ითხოვენ სხვასთან გასაუბრებას.

იხილეთ სქრინი:



საბოლოოდ, კომისიამ გადაწყვიტა, რომ მოსასმენ დავალებებს მიტოვებს და მთავაზობს სამ ალტერნატივას: დინამიკთან ახლოს ჯდომა, ყურსასმენებით მოსმენა ან დამხმარე ადამიანის წინ დასმა, რათა მან წამიკითხოს ტექსტი. ჩემთვის არცერთია ხსნა და ნუგეში. ნებისმიერ შემთხვევაში, გარტყმით უნდა ვწერო და 18 ქულა უაზროდ ეკიდება სასწორზე; ან სწორად გავარტყამ რამდენიმეს, ან დავემშვიდობები ამ ქულას და შესაბამისად, გრანტისთვისაც მომიწევს ხელის დაქნევა.

გამოცდების ეროვნული ცენტრი გვპასუხობს, რომ მოსასმენის გაუქმებით, გამოცდა აზრს კარგავს, რადგან ამით ამოწმებენ მოსმენილის გააზრების უნარს. თუმცა, იმას ვერ ხვდებიან, რომ თუ ადამიანს არ ესმის კარგად, ამ დროს მოსასმენს საერთოდ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ამის გარდა, ისიც თქვეს, რომ ცენტრს არ აქვს გაწერილი, რა შეიძლება შემომთავაზონ გაუქმების სანაცვლოდ.

ვინც მიცნობს და ერთხელ მაინც ჰქონია ჩემთან შეხება, იცის, რომ ნამდვილად მიჭირს ადამიანის საუბრის გარჩევა და ძირითადად წერა უწევს, რომ დიალოგი შედგეს ჩვენ შორის. არავინ არსებობს ქვეყნად, ვისაც ჩემზე უფრო მეტად გაუხარდებოდა, რომ კარგი სმენა მქონდეს, ან მინიმუმ, მისი აღდგენა შესაძლებელი იყოს. არ მეხალისება ასე ცხოვრება და რთული პერიოდებიც მაქვს, როცა ხმამაღლა ვამბობ, რომ დავიღალე და მინდა ჩვეულებრივი სმენით ვცხოვრობდე.

გამოცდების ეროვნული ცენტრი ზედმეტად უსამართლოდ მომექცა! ერთი გამონაკლისის დაშვება მათთვის ტრაგედიაა. არადა, უნდა ვაღიარო, რომ შშმ პირები არც ისე ხშირად გადიან ეროვნულ გამოცდებზე, სწორედ იმიტომ, რომ არ არის შექმნილი სპეციალური გარემო, არავისგან მოდის მხარდაჭერა, გაგება, ხელის შეწყობა. შშმ პირებს არაჯანსაღ გარემოში უწევთ ცხოვრება და ხშირ შემთხვევაში, განათლების მიღებაზეც უარს ამბობენ მთელი ცხოვრების განმავლობაში (ჩვენს ქვე'ყანა'ში ასეა).

სასამართლოშიც შევიტანდი სარჩელს, რადგან არასწორად შეაფასა კომისიამ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მით უფრო - არასწორი გადაწყვეტილება „მომისაჯა“. მაგრამ სასამართლო დავას დიდი დრო და ფინანსები სჭირდება, რაც ამ ეტაპზე არ გამაჩნია და მაქამდე გამოცდებსაც კი ჩავაბარებ.

მოკლედ, ძალიან იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი ვარ. არ გამიკვირდებოდა რომ ეთქვათ, ცუდად გესმის და რისთვისღა აბარებო (ამდაგვარი რეპლიკა უკვე მოვისმინე ოჯახის ახლობლისგანაც).

არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან, დაფიქრდებიან საკუთარ საქციელზე. იქ, ზევით, ნაცნობები არ მყავს, ვიღაცებისგან განსხვავებით და საკუთარ ზურგს თავადვე ვამაგრებ.

naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი, ძალიან გთხოვთ, დაზეპირებული პასუხები არ დაწეროთ კომენტარებში და ნურც თავის მართლებას დაიწყებთ“, - წერს აპლიკანტი სოციალურ ქსელში.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, რომლის პოზიციასაც პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოთხი მწერალი, რომლის შემოქმედებაც საგამოცდო პროგრამაში აღარ არის - ეროვნულები 2025

ქართულის საგამოცდო პროგრამაში შეტანილ ცვლილებებზე განათლების სამინისტრო განმარტებას აკეთებს

„ბედნიერი ერი“, ყვარყვარე თუთაბერი“, „გოგჩა“... ეროვნულების პროგრამიდან ამოღებულია

2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები ცნობილია - NAEC

ავტორიზაციის დებულებაში ცვლილება შევიდა - ვის ეხება 10-დღიანი ვადა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობაზე დაფუძვნებული მეგობრობა, პოზიტიური ურთიერთობა

სკოლები

სვანეთის მუზეუმთან და მესტიის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი პრეზენტაციები გამართეს 

ამჯერად, პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, ფარგლებში მეორე კლასში შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა 

სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები. ღონისძიება ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო 

„ჩვენ ბევრჯერ დავწერთ ისტორიას. ბევრ მწვერვალს დავიპყრობთ, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სპორტულ სარბიელზე“ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება