მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლის დირექტორი ალისა აბაჯიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და ახალი, საინტერესო ცხოვრებისკენ წარმატებულ გზას უსურვებს. ბოლო ზარის ღონისძიება, პანდემიის გამო, ვირტუალურად აღინიშნა, თუმცა ეს დღე მნიშვნელოვანი და ემოციური იყო როგორც კურსდამთავრებულებისთვის, ასევე მათი პედაგოგებისთვის.
„ჩვენს სკოლაში ბოლო ზარი 20 მაისს დაირეკა. ეს დღე ჩვენი მე-12 კლასელებისთვის მართლაც დაუვიწყარია. ემშვიდობებიან მშობლიურ სკოლას, მასწავლებლებს და იწყებენ ახალ, საინტერესო და მრავალფეროვან ცხოვრებას.
„სკოლა ცოდნის ტაძარია“ - აქედან იწყება თვალსაწიერის გაფართოება, ახლის შეცნობა, ზნეობისა და კულტურის ჩამოყალიბება.
თუმცა ჩვენი სკოლის ბოლო ზარი წელს უჩვეულოდ და განსხვავებულად დაირეკა, სკოლის შენობის მიღმა, ვირტუალურ გარემოში, მაგრამ ბოლო ზარის განცდა მაინც ინარჩუნებს თავის აქტუალობას და მნიშვნელობას როგორც კურსდამთავრებულთა, პედაგოგთა და მშობელთა მიმართ, ისე ზოგადად საზოგადოების ცხოვრებაში.
ჩვენო პატარა მეგობრებო, ვიცი, რომ სიხარულით ელოდით ამ დღეს, მაგრამ ახლა გენანებათ ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება. ცხოვრების ახალ საფეხურზე გადადიხართ, სადაც უკვე უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ, ჩვენ კი სკოლიდან გატანთ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც ჩარაღდანივით გაგინათებთ ცხოვრების სირთულეებითა და ბარიერებით სავსე გზებს.
მთელი მსოფლიოს კურსდამთავრებულებს ვულოცავ სკოლის დამთავრებას, სქესის, რელიგიის, რასის, ენის, კანის ფერის თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, უმცირესობისადმი მიკუთვნების მიუხედავად, განურჩევლად ყველას წარმატებებს ვუსურვებ“, - აღნიშნავს დირექტორი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს