მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს N1 და N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თემაზე - „მხატვრული ლიტერატურის როლი მოსწავლეთა წიგნიერების განვითარებაში“ ერთობლივი ღონისძიება გამართეს.
„საინფორმაციო საშუალებათა სიმრავლემ და დროის დეფიციტმა ახალგაზრდები წიგნს დააშორა. ამ პრობლემის გადაჭრა თავისებურად მოაგვარეს დედოფლისწყაროს N 1 საჯარო სკოლის 5-6 კლასის მოსწავლეებმა( მასწ.ლია ქადაგიძე).
სასწავლო წლის დაყებიდან დღემდე კვირის ყოველ პარასკევს აწყობენ საჯარო კითხვას. გამოცდილების გაზიარების მიზნით გადაწყვიტეს, 27 აპრილს ერთობლივი ღონისძიება მოეწყოთ დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად (მასწ.ეთერ ალადაშვილი) საინტერესო აღმოჩნდა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცის“ საჯარო განხილვა. თემაზე: „მხატვრული ლიტერატურის როლი მოსწავლეთა წიგნიერების განვითარებაში“. მონაწილე ბავშვებმა წარმოადგინეს წიგნიდან საინტერესო ეპიზოდები, წარმოსახვით შექმნილი ილუსტრაციები, კომიქსები, ბუკლეტები, მთავარ პერსონაჟთან მინაწერი ემოციური წერილები, საინტერესო, ცხოვრებისეული გამონათქვამები ტექსტიდან, მოამზადეს პრეზენტაციები და კედლის გაზეთები.
შეხვედრის მიზანი მიღწეულია, რადგან მოსწავლეებმა გაიაზრეს არამხოლოდ წიგნის როლი, ისწავლეს ჯგუფებთან ეფექტური მუშაობა და საერთო მიზნების მისაღწევად პასუხისმგებლობის გაზიარება. განმტკიცდა კავშირი ორ სკოლას შორის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს