მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერაგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.
კურსდამთავრებულებისთვის ბოლო ზარი დაირეკა ვანის N1 საჯარო სკოლაში. სრულიად სასკოლო საზოგადოებამ უსაყვარლესი მოსწავლეები ცხოვრების ახალ ეტაპზე სევდანარევი სიხარულითა და დიდი სიყვარულით გააცილა.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები