მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასწავლო წელი სრულდება და პედაგოგების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეებისთვის ნიშნების სწორად გამოყვანა და ყველა არსებული ხარვეზის აღმოფხვრაა, რომელიც მათი თქმით, საკმაოდ მრავლად არის.
კლასების გაქრობა, შემაჯამებელი წერის აღდგენის ვადები, ნიშნის ჩასწორება, საშუალო ქულის არასწორი დათვლა და ა.შ. პრობლემების ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც პედაგოგებს აწუხებთ. განსაკუთრებით აღსანიშნავი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის ნიშნის გამოყვანაა. აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განმარტავენ:
„სასწავლო წლის დასრულებამდე ყველა სკოლას გადაეგზავნება 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირებული XII კლასის მოსწავლეთა შეფასებების ამსახველი ფაილი. სკოლა, რომელიც 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში აწარმოებდა, როგორც მატერიალურ საკლასო ჟურნალს, ასევე - ელექტრონულ ჟურნალს, XII კლასის მოსწავლეთა, როგორც პირველი და მეორე სემესტრის, ასევე - წლიური შეფასებების გამოთვლისას, უპირატესობას ანიჭებს საკლასო, მატერიალურ ჟურნალს“.
ასევე, სისტემაში აცხადებენ, რომ მასწავლებლებს სასწავლო წლის დასრულებამდე ექნებათ დანარჩენი საფეხურის კლასებში დაწერილ ნიშნებზე წვდომაც, ის, რაც პედაგოგმა დაწერა, თუმცა ახლა არ ჩანს.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პედაგოგებს, სკოლის თანამშრომლებსა და მშობლებს ასევე სთავაზობს დეტალურ ინსტრუქციებს ელექტრონული ჟურნალის გამოყენებასთან დაკავშირებით - 46 კითხვა და პასუხი ელექტრონულ ჟურნალზე.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მომავალი სასწავლო წლიდან ელექტრონული ჟურნალის გამოყენება ყველა სკოლისთვის სავალდებულო ხდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური