სიახლეები
სიახლეები

„მასწავლებლები დავალებებს აძლევდნენ, მაგრამ არ უხსნიდნენ, რაც არაკეთილსინდისიერია“ - სპეციალისტები სასწავლო დანაკარგებზე ალაპარაკდნენ
24-05-2021
-
+


​პანდემიამ საქართველოს განათლების სიტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა,  მიუხედავად ამისა, ახლა სკოლებში დასწრებითი სწავლება განახლებულია და მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს, გადაჭრით თქმა - რა შედეგი ჰქონდა ონლაინ გაკვეთილებს, ნაადრევია; ერთი კია, სპეციალისტები უკვე ღიად ალაპარაკდნენ პანდემიურ პერიოდში სასწავლო დანაკარგებზე და სწორედ ამ საკითხს ეხება UNICEF-ის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი - მაია ყუფარაძეც:

„ვირტუალურ გაკვეთილებზე გადასვლამ ცხადყო, რომ 50 ათასზე მეტ ბავშვს არ აქვს საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად საჭირო მოწყობილობა და ეს პრობლემა ამ დრომდე ვერ მოგვარდა. როდესაც ვსაუბრობთ ინტერნეტის არქონაზე ოჯახებში, საჭიროა სკოლებიც უზრუნველყოფილნი იყვნენ ინტერნეტით. ესაა სერიოზული პრობლემა და ინტერნეტპროვაიდერების კეთილსინდისიერებაზეა საუბარი - მნიშვნელოვანია სახელმწიფო სამსახურებმა დაამყარონ ურთიერთობა და გაარკვიონ, რატომ არ არიან ჩართულნი სკოლები ინტრნეტქსელში;

ასევე, საუბარია არა მხოლოდ სასწავლო, არამედ ფსიქოლოგიურ დანაკარგზე - ჩვენს ხელთ არსებული კვლევები მეტყველებს ბავშვების ემოციურ, ფსიქოლოგიურ სტრესზე, რასაც განაპირობებს მათი ხანგრძლივი დროით სახლში ყოფნა, მშობლები კი არ არიან ინფორმირებულები იმის შესახებ, როგორი აქტივობები შესთავაზონ სახლის პირობებში; ონლაინ-გაკვეთილები იყო დატვირთული, ძალიან სტრესული და სწავლის მიმართ ბავშვების მოტივაციას კლავდა, ამიტომ ბავშვს სჭირდება ფიზიკური აქტივობა, რეკრეაცია და თუ მშობელს გამოცდილება არ აქვს, მან უნდა მიმართოს სპეციალისტს.

საგულისხმოა, რომ ამ პერიოდში გაიზარდა ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტები და დამძიმდა სსსმ ბავშვების ყოფა... ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც დამახასიათებელია ჩვენი განათლების სისტემისთვის, უფრო მწვავედ დადგა კოვიდის დროს: როგორ აღვნიშნე, პირველ რიგში, აუცილებელია ინტერნეტიზაცია, როგორც მოსწავლეების, ისე სკოლების; საჭიროა ონლაინ-ბიბლიოთეკების შექმნა და მნიშვნელოვანია, მოხდეს მასწავლებლების აღჭურვა არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნით, არამედ პედაგოგიური უნარჩვევებითაც - ვიცით, რომ ონლაინ-გაკვეთლიბის დროს ისინი ბავშვებს აძლევდნენ დავალებებს, მაგრამ არ უხსნიდნენ, ეს კი მასწავლებლების არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა სასწავლო პროცესის მიმართ; ასევე საჭიროა განათლების სამინისტროს მეტი კოორდინაცია მშობლებთან, სამოქალაქო სექტორთან, რადგან ფიზიკური ტყვეობიდან დაბრუნებულ ბავშვებს აქვთ დიდი აკადემიური ჩამორჩენა“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება