სიახლეები
სიახლეები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება - რას პასუხობს „ნაეკი“ აბიტურიენტს, რომელიც გამოცდაზე სპეციალურ პირობებს ითხოვს
24-05-2021
-
+


აბიტურიენტს, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ცენტრს უსამართლობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ცენტრი მისთვის სპეციალური საგამოცდო პირობებს შექმნაზე უარს ამბობს, „ნაეკმა“ უპასუხა. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უცხოური ენის მოსმენით ნაწილზე აპლიკანტს, რომელსაც სპეციალური პირობები ესაჭიროება, 5 ალტერნატიულ გზას სთავაზობს, თუმცა მოსმენითი ნაწილის გაუქმებას არ აპირებს.

გამოცდების ცენტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოცდების დროს სპეციფიკური გარემოს შექმნის შესახებ. 
 
საგამოცდო სისტემის არსებობის მანძილზე ათასობით აბიტურიენტმა შეძლო საკუთარი ცოდნის წარმოჩენა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ გამოსაცდელებისათვის შესაბამისი საგამოცდო გარემოს შექმნაა.
 
ყოველწლიურად 300-ზე მეტი აბიტურიენტისათვის იქმნება შესაბამისი სპეციფიკური გარემო. მაგალითად: იბეჭდება ტესტი ბრაილის შრიფტითა და გაზრდილი შრიფტით, იწერება სპეციალური ხმოვანი პროგრამა, ეწყობა გამოსაცდელის საჭიროებებზე მორგებული სივრცე, ხანგრძლივდება საგამოცდო დრო და სხვ. სისტემის გაუმჯობესება მუდმივად ხდება. ამ მიზნით შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა 2020  წელსაც ჩაატარა კვლევა განსაკუთრებული საჭიროების მქონე გამოსაცდელების მონაწილეობით. 
 
იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც სპეციალური პირობები ესაჭიროებათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უცხოური ენის მოსმენის ნაწილზე სთავაზობს მსოფლიოს წამყვან საგამოცდო ცენტრებში აპრობირებულ შემდეგ ალტერნატივებს:

1. წამკითხველის დახმარებას (სიტყვების აღქმა ტუჩების მოძრაობით);
2. ხმის გამაძლიერებელთან ახლოს დაჯდომას;
3. ყურსასმენის გამოყენებას;
4. საკუთარი სმენის აპარატის გამოყენებას;
5. დროის გახანგრძლივებას. 

ის, თუ რომელი შესაძლებლობა იქნება რელევანტური, ამ გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალით. კომისიის წევრები ინდივიდუალურად ეცნობიან თითოეული გამოსაცდელის განცხადებას, საჭიროებისამებრ, რამდენჯერმე უკავშირდებიან გამოსაცდელს და სთავაზობენ სპეციალური პირობის შექმნის სხვადასხვა შესაძლო ვარიანტს (მის მიერ გამოგზავნილი ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად).
 
განცხადებების განხილვა ხდება მას შემდეგ, რაც გამოსაცდელი რეგისტრაციის დროს მონიშნავს სპეციალურ ველს და განსაზღვრულ ვადაში წარმოადგენს შესაბამის ცნობას (ფორმა #100). გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნებისმიერ ინფორმაციას ცენტრი აქვეყნებს პერსონალური მონაცემების სრული დაცვით.  
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საგამოცდო პროცესში მონაწილე თითოეული სპეციალური საჭიროების გამოსაცდელისათვის კომისია გადაწყვეტილებას იღებს აბიტურიენტის ინტერესების გათვალისწინებითა და გონივრული მისადაგების ზომების გამოყენებით“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ასევე: „მე არ გავჩუმდები, სანამ სამართლიანობა არ აღდგება“ - აბიტურიენტი „ნაეკს“ ადანაშაულებს და გამონაკლისის დაშვებას ითხოვს

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება