სიახლეები
სამასწავლებლო

„ელექტრონული ჟურნალის წარმოება ინოვაციური და გამჭვირვალე პროცესია“ - ვიქტორ მურადიანი, ნაოხრების საჯარო სკოლის დირექტორი
25-05-2021
-
+


როგორ აფასებს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას, რას ურჩევდა აბიტურიენტებს - ამ და სხვა საკითხებზე  etaloni.ge ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრების საჯარო სკოლის დირექტორის, ვიქტორ მურადიანის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- ვფიქრობ, წარმოდგენილი ინიციატივა საკმაოდ სწორი და რაციონალურია, ვინაიდან მოსწავლის შემდგომ პროფესიული ცხოვრების წამოწყების გზაზე სკოლის აკადემიურ მოსწრებასა და შეძენილ უნარ-ჩვევებს არსებითი მნიშვნელობა აქვს. ისინი არიან ერთგვარი მარკერები, რომლებიც წარმოაჩენენ, თუ რამდენად შესწევს კურსდამთავრებულს უმაღლესი განათლების მიღბის უნარი, რამდენადაა იგი მზად ამ საფეხურზე გადასასვლელად.  

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ  მომავალი პროფესია საკუთარი ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით შეარჩიონ; მაქსიმალურად მოახდინონ საკუთარი ძალების რეალიზება წინა საგამოცდო პერიოდის ნაყოფიერად წარსამართავად. 

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

 - სახელმძღვანელოთა გრიფირება უმნიშვნელოვანესი და რთული პროცესია, რადგან სახელმძღვანელო მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მოსწავლეებს. მათი შერჩევის პროცესში მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ყველა კომპეტენტური პირი, რათა არჩევანი იყოს მაქსიმალურად რელევანტური და მოსწავლეების საჭიროებების შესაბამისი. 

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

 - მიმაჩნია, რომ ელექტრონული ჟურნალის წარმოების პროცესი ძალიან კომფორტული, გამჭირვალე და ინოვაციური პროცესია. რაც შეეხება დახმარების ფაქტორს, ჩვენს სკოლაში პედაგოგები საკმაოდ მარტივად ახერხებენ ამას. 

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

 - კოლეგებს გავამხნევებდი და ვეტყოდი, რომ ონლაინსწავლების საჭიროებამ და გააქტიურებამ ბევრი სიკეთე მოუტანა სწავლა-სწავლების პროცესს, გაამარტივა და გაადვილა სასწავლო ინტერაქცია, ამიტომ საჭიროა,  მეტი მოტივაციითა და პასუხისმგებლობით შევხვდეთ ყველა ამგვარ გამოწვევას.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება