მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დიდი ხანი არაა, რაც სამთავრობო დონეზე გადაწყდა სოცმუშაკების სკოლებში ინტეგრირება, მათი გადამზადებას კი, როგორც აღმოჩნდა „მასწავლებლის სახლი“ უზრუნველყოფს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს, World Vision საქართველოსა და ბავშვთა კეთილდღეობის ლიგას შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ბავშვთა კოდექსის“ ამუშავების ხელშეწყობას.
თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია პრაქტიკოს სოციალურ მუშაკთა სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამის განხორციელება, რომელიც მოიცავს შემდეგი სამიზნე ჯგუფების გადამზადებას, მონიტორინგის პროცესსა და საჭირო საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფას:
თვითმმართველობებში დასაქმებული პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები;
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფარგლებში დასაქმებული სოციალური მუშაკები;
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური