სიახლეები
სამასწავლებლო

„სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირებით გაიზრდება მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაცულობა“-მანანა მათეშვილი, ნუკრიანის N2 სკოლის დირექტორი
25-05-2021
-
+


რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორის - მანანა მათეშვილის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება ?

- სოციალური მუშაკების ინტეგრირებით უფრო მეტად გაიზრდება  მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაცულობა და აქტიურად ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები ?

- სამედიცინო კაბინეტის მოწყობა სკოლაში, ჩემი აზრით, არის აუცილებელი, რადგან გაუთვალიწინებელი შემთხვევებისგან არავინ არ ვართ დაზღვეული. ჩვენს სკოლაში ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი, თუმცა გამოყოფილი  და გარემონტებული გვაქვს ოთახი სამედიცინო მომსახურებისთვის.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში ?

- მნიშვნელოვანია მოსაზრების გათვალისწინება, რაც გულისხმობს 45 დღიანი ზედიზედ გაცდენით მოსწავლის სტატუსის შეჩერებას.ჩემი აზრით,თუ მოსწავლე 45 დღე გააცდენს და არც დისტანციურად ჩაერთვება, უნდა შეუჩერდეს მოსწავლის სტატუსი.

- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ ?

- ონლაინ სწავლებისას აკადემიური ჩამორჩენა საკმაოდ ძნელი დასაძლევია. ჩამორჩენა უნდა დავძლიოთ სკოლებმა ინდივიდუალურად. გავზარდოთ ასევე მშობელთა ჩართულობაც.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც  მასწავლებელთა სახლის მიხედვით,  გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში ?

- წინა სქემებში მასწავლებელი უფრო მეტად იყო ორიენტირებული თავის კარიერულ წინსვლაზე, კრედიტქულების მოპოვებაზე. უწევდა უამრავი დოკუმენტების წარმოება და გვერდზე რჩებოდა მოსწავლე. კარგი იქნება,  მასწავლებელი უფრო მეტად იყოს ორიენტირებული ბავშვზე და გაკვეთილზე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება