სიახლეები
სკოლები

ძველი სენაკის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეებს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა
25-05-2021
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ინგა ზარანდიამ მოსწავლეებს სკოლის არნოლდ ჩიქობავას სახელობის მუზეუმი დაათვალიერებინა. მან საინტერესოდ ისაუბრა არნოლდ ჩიქობავას ღვაწლსა და დამსახურებაზე ქართული ენისა და იბერიულ-კავკასიური ენების განვითარების საქმეში.

პედაგოგმა შეადგინა ილუსტრირებული ალბომი, რომელშიც დიდი ენათმეცნიერის ცხოვრება და მოღვაწეობაა ასახული. სკოლის ინფორმაციით, ალბომი, როგორც რესურსი, ყველა დაინტერესებულ პირს გამოადგება.

„საოცარია გაზაფხულზე ჩვენი სკოლა, მწვანეში ჩაფლული, ულამაზესი ხეებით და ყვავილებით მორთული. სკოლა დიდი ენათმეცნიერის ბ-ნ არნ. ჩიქობავას სახელს ატარებს და მდიდარი ისტორიის მქონეა. აქ უსწავლიათ ცნობილ ადამიანებს. მარტო ისიც კი საკმარისია რომ ამ სკოლას 5 აკადემიკოსი ჰყავს გამოზრდილი, ბატონები: არნ.ჩიქობავა ,კ.გამსახურდია, პეტრე ქავთარაძე, ვარლამ თოფურია, სიმონ ჯანაშია.

სკოლის ეზოში ბ-ნ არნოლდ ჩიქობავას ძეგლიც დგას და რაოდენ სასიამოვნოა, რომ სკოლის შენობაში გახსნილია მუზეუმი,რომელიც ძალიან ბევრ რამეს გადმოგვცემს, გვასწავლის და შეგვახსენებს, რომ ჩვენი ვალია კარგად ვისწავლოთ, რათა ჩვენს ქვეყანას გამოვადგეთ და ვასახელოთ ჩვენი სკოლა“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება