სიახლეები
სიახლეები

სასტუმრო ბილტმორში საერთაშორისო ლიდერობის პროგრამის მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა
17-10-2016
-
+


სასტუმრო ბილტმორში საერთაშორისო ლიდერობის პროგრამის მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 

პროფესიული განათლების სპეციალისტები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, მივლენილი იქნენ გერმანიაში, მაგდებურგის უნივერსიტეტში პროფესიული განათლების შესწავლის მიზნით. 

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, შეესწავლათ გერმანული დუალური პროფესიული განათლების პოლიტიკა, სწავლების მეთოდები და პროფესიულ განათლებაში კურიკულუმის შექმნისა და მედიის გამოყენების სტრატეგიები. 

გერმანია დუალური პროფესიული განათლების იმპორტიორი ქვეყანაა და ის მრავალი ევროპული და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ინტერესის სფეროა პროფესიული განათლების პოლიტიკის თვალსაზრისით. 

ეკონომიკის მზარდი მაჩვენებელი და ახალგაზრდების უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი სწორედ წარმატებული პროფესიული განათლების პოლიტიკის შედეგია. პირველი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის, რომელმაც დუალური პროფესიული განათლების დანერგვა წელს დაიწყო. 

ამგვარად ის ერთგვარი ინტერესის ობიექტია მეზობელი ქვეყნებისათვის, რათა დანერგვისას მიღებული გამოცდილება მეზობელ ქვეყნებს გაუზიაროს. საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ. რომლის დაფინანსებითა და მხარდაჭერით საერთაშორისო პროფესიული განათლების პროგრამა განხორციელდა, მხარს უჭერს სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და ასევე კერძო სექტორის ჩართულობას პროფესიული განათლების პოლიტიკაში.

საქართველოდან პროგრამაში შვიდი მონაწილე იყო ჩართული, რომლებმაც მაგდებურგის უნივერსიტეტის პროფესორებთან თანამშრომლობით შეიმუშავეს ტრანსფერული პროექტები საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებისათვის. 

პროექტებს შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პროფესიული მასწავლებლებისა და სასწავლებლების დირექტორების პროფესიული განვითარება, შეფასების მეთოდები დუალურ განათლებაში, ტურიზმისა და მეღვინეობის მიმართულებით დუალური პროფესიული განათლების დანერგვა და სხვა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება