„წარმატებისთვის აუცილებელია შენი საქმის სიყვარული“-ჯულიეტა ზაქაიძე, ორგორის საჯარო სკოლის დირექტორი
25-05-2021
დაკოპირებულია
-
+
რა არის სკოლა, რას ანიჭებს ცოდნა და რას სჭირდება მომავალ თაობას; რაში ეხმარება დირექტორობა და რას ახსენებს საკუთარ თავს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლის დირექტორის, ჯულიეტა ზაქაიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- სკოლა არის...
- ადგილი, სადაც ადამიანმა სხვებთან და საკუთარ თავთან ურთიერთობა უნდა ისწავლოს და სადაც ყალიბდება ქვეყნის მომავალი. სკოლა პიროვნების ჩამოყალიბებისათვის არის გადამწყვეტი. ბავშვისთვის და მოზარდისთვის სკოლა აღზრდის გარემოა.
- ცოდნა გვანიჭებს...
- თავდაჯერებულობის განცდას და მოტივაციას იმისას, რომ ამქვეყნად შეუძლებელი არაფერია.
- მომავალ თაობას სჭირდება...
- მიიღოს სკოლაში ღირსეული განათლება, რომელსაც შემდგომი განვითარებისთვის გამოიყენებს.
- როდესაც მოსწავლე ვიყავი...
- აქტიურად ჩართული ვიყავი სასკოლო ცხოვრებაში, ვიყავი წარჩინებული მოსწავლე, რამაც განაპირობა ჩემი მომავალი ცხოვრება.
- დირექტორობა მეხმარება...
- უკეთ გავეცნო სკოლის ინტერესებს და ასე დავგეგმო შემდგომი სასწავლო პროცესი.
- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...
- რომ უნდა ვიყო კანონმორჩილი, ტოლერანტი, გულისხმიერი, კომუნიკაბელური.
- წარმატებისთვის აუცილებელია...
- შრომისმოყვარეობა, პროფესიული განვითარება და რაც მთავარია შენი საქმის სიყვარული.