26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა - „ეტალონი“ გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს!
26-05-2021
დაკოპირებულია
-
+
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ეროვნულ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კორონავირუსის გამო მოკრძალებული იქნება.
247 რეკრუტი დადებს ფიცს საზეიმო ვითარებაში. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჯავშანტექნიკა.
ღონისძიებაზე წელს გადაიფრენენ სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც საქართველოს დროშის ფერებში ბოლს გაუშვებენ.
14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გენერალ კვინიტაძეს გამოასვენებენ, რომელიც სამხედრო წესით დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში.
20:00 საათზე ოპერისა და ბალეტის პროფესიულ თეატრში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
დამოუკიდებლობის დღიდან 102 წელი გავიდა. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. სამი წლის თავზე, 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა.
ჩვენს ქვეყანას თავისუფლების ხელმეორედ მოსაპოვებლად 70 წელი დასჭირდა. 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ძალაში 1991 წლის 9 აპრილს შევიდა. სწორედ ამ დღიდან მოყოლებული აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.