მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, გორგაძეების საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
ასევე გორგაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითპროექტებშიც მონაწილეობენ და დასუფთავების აქციებშიც არიან ჩართულები. აქციის პირველივე დღეს დაასუფთავდა ერთკილომეტრიანი ტერიტორია და გაივსო 6 ნაგვის პარკი. მოგვიანებით, მოწესრიგდა გზები მაღაზიიდან - სოფლის მთავარი შემოსასვლელის მიმართულებით და ასევე მოუწოდეს საზოგადოებას, სურვილის შემთხვევაში ჩართულიყვნენ პროექტში, მით უმეტეს, რომ საჭირო აღჭურვილობა - პირბადე, ხელთათმანი, ნაგვის პარკი, სადეზინფექციო ხსნარი თავად გადასცეს.
აქტივობა არსებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობდა, აქციისთვის საჭირო რესურსების მოპოვებაში კი გორგაძეების საჯარო სკოლას დაეხმარა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას