მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში დირექციისა და ლიდერთა გუნდის მიერ სასკოლო პროექტი - „ფინანსური წიგნიერების ამაღლება“ მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ისტორიის მასწავლებლის, ხათუნა ჩხეტიანის მიერ 54 კლასში (დამრიგებელი: ქეთევან ხაზარაძე), საგანში - ჩვენი საქართველო, ღია გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო: „წყლისა და ელექტრო ენერგიის გონივრული ხარჯვა“.
„მოსწავლეებმა იმსჯელეს წყლისა და ელექტრო ენერგიის ხარჯის შემცირების საჭიროებებზე, წარმოადგინეს პრეზენტაციები, რითაც განსაზღვრეს, თუ როგორ შეიძლება შემცირდეს ხარჯი მათ საცხოვრებელ გარემოში წყლისა და ელექტრო ენერგიის მიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, შეადგინეს ერთობლივი წერილი მუნიციპალიტეტის სახელზე, რითაც შეთავაზებულ იქნა ალტერნატიული წყაროები, რომლებიც იმერეთისთვის, მათი აზრით, იქნებოდა პერსპექტიული.
გაკვეთილს ესწრებოდნენ ხარისხის მართვის ჯგუფის წევრები: რუსუდან ქემოკლიძე და მარი ბრეგაძე.
მსგავსი ტიპის გაკვეთილები ჩატარდა ასევე 52 (დამრიგებელი: თამარ რევიშვილი), 55 (დამრიგებელი: მანანა სოხაძე) და 56 (დამრიგებელი: ქეთევენ დვალი) კლასებში“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ