სიახლეები
სიახლეები

უნივერსიტეტებმა სასწავლო მასალიდან ჰომოფობიური შინაარსის სახელმძღვანელოები ამოიღეს
12-06-2021
-
+


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის აპარატის მიმართვა და სასწავლო მასალის ჰომოფობიური შინაარსის მატარებელი ლიტერატურა სხვა შესაბამისი სახელმძღვანელოებით ჩაანაცვლა.

„სახალხო დამცველის აპარატმა, ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადების საფუძველზე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არჩევითი დისციპლინის „პოლიტიკური კულტურის“ სავალდებულო ლიტერატურა შეისწავლა. შესწავლამ ცხადყო, რომ სასწავლო მასალა ჰომოფობიური შინაარსის შემცველი იყო. სახალხო დამცველის აპარატმა ფაკულტეტის ადმინისტრაციას მიმართა და დეკანთან კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად, დისკრიმინაციული ხასიათის სასწავლო მასალა სავალდებულო ლიტერატურიდან ამოიღეს.

უმაღლესი განათლების სფეროში საგანმანათლებლო მასალების ადამიანის უფლებების პრინციპებთან შესაბამისობის მიზნით, სასწავლო პროგრამებს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტი შეისწავლის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წელს სახალხო დამცველის რეკომენდაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმაც გაითვალისწინა და ორი სასწავლო კურსის მასალის ჰომოფობიური შინაარსის შემცველი სახელმძღვანელოები სხვა ლიტერატურით შეცვალა.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან რეკომენდაციების გაზიარება სამომავლოდ კარგ პრეცენდენტს შექმნის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, სასწავლო მასალების უფლებათა უნივერსალურ პრინციპებთან შესაბამისობაში მოსაყვანად“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

სადღესასწაულო სუფრის ირგვლივ მოსწავლეებმა წარმოადგინეს აღდგომის დღესასწაულის არსი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება