სიახლეები
სკოლები

„აუცილებელია, ყველა სკოლაში იყოს სამედიცინო კაბინეტი“ - მარინა ხვედელიძე, ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი
26-05-2021
-
+


რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ - ამ და სხვა საკითხებზე  etaloni.ge  ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორის, მარინა ხვედელიძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

-  მოსწავლეები არასაპატიო მიზეზებით გაკვეთილებს ნაკლებად გააცდენენ.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- აუცილებელია, ყველა სკოლაში არსებობდეს სამედიცინო კაბინეტი, რათა დროულად მოხდეს საჭიროების შემთხვევაში, სკოლის თემისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა. ჩვენი სკოლა სრულად არის მზად შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცე.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში ?

- ჩემი აზრით, ეს ძლიერ უარყოფითად იმოქმედებს იმ სკოლებზე, რომლებიც არიან მაღალმთიანი, მცირეკონტიგენტიანი და სადაც კლასში ირიცხება ერთი მოსწავლე.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ ?

- ვფიქრობ, სკოლა სამინისტროსთან  შეთანხმებით, 5 დღიანი სწავლებიდან დროებით უნდა გადავიდეს 6 დღიან სწავლებაზე, ხოლო თუ მხოლოდ რამდენიმე მოსწავლეს შეეხება ეს ჩამორჩენა და შეფასების არმიღება, მაშინ ესეთი მოსწავლეებისათვის უნდა შეიქმნას ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ან მოსწავლემ უნდა  ჩააბაროს კომპლექსური შემაჯამებელი დავალება.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში ?

- ხარვეზი, რა თქმა უნდა არსებობდა, რადგან მასწავლებელი მთლიანად გადართული იყო თავის თავზე, რათა კრედიტქულები მოეგროვებინა პროფესიული წინსვლისათვის. მოსწავლე და მისი შედეგი გადმოწეული იქნა მეორე პლანზე. ვფიქრობ, რომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სწავლა-სწავლების პროცესს, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსწავლის შედეგს. სტატუსისქონე მასწავლებლებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მასწავლებლის სახლის მიერ დაწესებულ გამოცდებში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დედებს სიმღერები მიუძღვნეს და 3 მარტი აღნიშნეს

ბურნაშეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონსიძიება სხვადასხვა ენებზე ჩაატარეს

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება