სიახლეები
სკოლები

„ურბანიზაციის მავნე ზეგავლენა მეწყრულ პროცესებზე“ - თბილისის N48 საჯარო სკოლაში გეოგრაფიაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა
26-05-2021
-
+


თბილისის N48 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა, მარინა ღვინაძემ მე-9 კლასის მოსწავლებს შესთავაზა,  შეესწავლათ თბილისსა და მის შემოგარენში მიმდინარე მეწყრული პროცესები და გამოეტანათ დასკვნა: რა ზიანი ან სარგებელი შეიძლება მოუტანოს ადამიანის ჩარევამ გარემოში მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებს. 

მასწავლებელმა მოსწავლეებს გაახსენა 2015 წლის 13 ივნისის წყალმოვარდნა დედაქალაქის ცენტრში, რომელიც თითქოს უწყინარი მდინარე ვერეს ადიდებას მოჰყვა. პედაგოგმა მეცხრეკლასელებს სთხოვა, პარალელი გაევლოთ პარალელი ისეთ აქტუალურ პრობლემასთან, როგორიცაა ვაშლიჯვრის მეწყერი.

იმისათვის რომ მოსწავლეებს გაადვილებოდათ დაკვირვება, პედაგოგმა ზემოთ აღნიშნული ორი მოვლენის შესახებ მოსწავლეებს ვიდეოები აჩვენა. გარდა ამისა, მათ გააცნო „გარემოს დაცვის კომისიის სხდომის ოქმი“,  სადაც დეტალურადაა განხილული მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება და იქ მიმდინარე სამუშაოები.

ვაშლიჯვრის მეწყერის შესახებ პედაგოგმა სკოლის აღსაზრდელებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გააცნო, სადაც განხილულია მეწყერის შესაძლო დინამიკა და მისი მოძრაობის სიჩქარე. მასწავლებელმა მეცხრეკლასელებს მისცა დავალება, იმუშაონ ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებზე და შექმნან ელექტრონულ-საინფორმაციო ჟურნალი: „ურბანიზაციის მავნე ზეგავლენა მეწყრულ პროცესებზე“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დედებს სიმღერები მიუძღვნეს და 3 მარტი აღნიშნეს

ბურნაშეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონსიძიება სხვადასხვა ენებზე ჩაატარეს

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება