სიახლეები
სკოლები

„გზას დაგილოცავთ ჩვენო საყვარელო ბავშვებო!“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექცია მე-12 კლასელებს სიყვარულით გამოემშვიდობა
26-05-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექციამ კიდევ ერთი თაობა გააცილა სიყვარულითა და თბილი სიტყვებით. სკოლაში, ტრადიციის თანახმად, „ნატვრის ხე“ კურსდამთავრებულთა ფოტოებით მორთეს. ასევე გაიმართა მხიარული ღონისძიება, სადაც „მის“ და „მისტერ“ კურსდამთავრებულები გამოავლინეს.

„20 მაისს წყალტუბოს მეოთხე საჯარო სკოლის ეზოში სიხარულის და სიყვარულის ზეიმი იყო. გავაცილეთ კიდევ ერთი თაობა. გზას დაგილოცავთ ჩვენო საყვარელო ბავშვებო!

ჩვენი ნატვრის ხე, ტრადიციულად, მოირთო კურსდამთავრებულთა ფოტოებით, სადაც ერთ მხარეზე პირველი კლასის ფოტოა, მეორეზე კი მე-12 კლასის.

ჩვენი სკოლის ტრადიციის მიხედვით, ჩატარებული ფარული კენჭისყრით, დემოკრატიულობის სრული დაცვით, მე-3 წელია კურსდამთავრებულთაგან ვირჩევთ მიმდინარე წლის „მის“ და „მისტერს“. „მის 2021“ გახდა მარიამ ვარდანიძე, ხოლო „მისტერ 2021“ - ალექსანდრე ბენიძე.

კიდევ ერთი ტრადიციის მიხედვით მე-12 კლასელები ხის ნერგს მოსავლელად უტოვებენ პირველკლასელებს. გავა დრო და ეს პატარები მოუვლიან ახალ ნერგს და 12 წლის შემდეგ ისინიც პატარებს სხვა ნორჩ ნერგს ჩააბარებენ. ასე მოსწავლეები ბუნების სიყვარულსაც მიეჩვევიან და ეზოც უფრო მეტად  გამწვანდება.

უფალმა სწორი და ღირსეული გზებით გატაროთ ჩვენო ძვირფასო ბავშვებო!“- წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია

თითოეულ სკოლაში გაცდენილი საათები ანაზღაურდება - განათლების მინისტრის განმარტება

სენაკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა

ვის აქვს ექსტერნატის გამოცდაზე გავსლის უფლება და რა დოკუმენტებია საჭირო - დეტალური ინფორმაცია

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი მიდგომა? 

სიახლეები
საზოგადოება