მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება ერთმანეთის პროგრესისთვის“ - ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალი ხუთშაბათს, 15:00 საათზე IVგ კლასის მოსწავლეების პროექტის ფარგლებში, სასკოლო კონფერნციას აანონსებს.
კონფერენცია, სკოლა „პროგრესში“ ახლადდანერგილი საგნის - „სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება“ ფარგლებში იმართება და მისი ხელმძღვანელი ამავე საგნის მასწავლებელი და სკოლის აღმასრულებელი დირექტორი, ნათია კილაძეა.
„სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება არის პროცესი, რომლის მეშვეობით, ბავშვები იძენენ ცოდნას, ღირებულებებსა და უნარებს; მათი გამოყენებით, სახელდებენ და მართავენ საკუთარ ემოციებს, ისახავენ პოზიტიურ მიზნებს და ისწრაფვიან მათ მისაღწევად, გრძნობენ და გამოხატავენ ემპათიას ერთმანეთის მიმართ, აყალიბებენ და ავითარებენ სოციალურ ურთიერთობებს და იღებენ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს.
ახალი საგანი პროექტის „საქართველოს სკოლებში სოციალურ - ემოციური უნარების სწავლების დანერგვის ხელშეწყობა“ ფარგლებში დაინერგა, რომელიც ევროპის ფონდის (EPF) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“-, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ