თბილისის N42 სკოლის მოსწავლე გიორგი ფერაძე მინი ფეხბურთის ტურნირის პირველი ტურის საუკეთესო გოლის ავტორად დასახელდა
26-05-2021
დაკოპირებულია
-
+
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე გიორგი ფერაძე „სასკოლო ლიგა 2021“-ს პირველი ტურის საუკეთესო გოლის ავტორია.
საქართველოს მინი ფეხბურთის ასოციაციამ მოსწავლეთან ბლიც - ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ოჯახი - დიდ დროს ვატარებთ ერთად, მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა ჩემს ცხოვრებაში;
ჰობი - ფეხბურთი, ნადირობა;
მეგობრები - გვიყვარს ერთად სეირნობა, ლაშქრობები და საღამოების მოწყობა;
ძირითად დროს ვუთმობ - ოჯახს, სწავლას და მეგობრებს;
შენი ერთი დღე - დილას გაკვეთილებით ვიწყებ, შემდეგ მასწავლებლებთან მივდივარ, ოჯახი და საღამოს ვცდილობ დრო მეგობრებთან ერთად გავატარო;
ფეხბურთს თამაშობ - 4 წლიდან, მამამ მიმიყვანა. წელს გამოვედი, რადგან სწავლა ვარჩიე სპორტულ კარიერას;
სასკოლო ლიგა 2021 - მომწონს საქართველოში ასეთი ტურნირი, რომ ტარდება, იმედი მაქვს ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას მიეცემა საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება;
სამომავლო მიზნები - ვაპირებ თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაბარებას ბიზნესის მიმართულებით;
ცხოვრების ჯანსაღი წესი - აუცილებელია, ვცდილობ ვიცხოვრო მიუხედავად იშვიათი გადახვევების;
საყვარელი კლუბი, ფეხბურთელი - მიუნხენის ბაიერნი, ალფონსო დეივისი;
დასვენება - ზაფხულს ბაკურიანში ვატარებთ ოჯახი და სამეგობრო;
ოცნება - საქართველოში ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება.