მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეები, ამ დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულ სამოსში გამოეწყვნენ.
ქართული კულტურის თავისებურებანი ხალხური სამოსელის მრავალფეროვნებაშიც გამოვლინდა. სამოსი კულტურის განუყოფელი ნაწილია. სხვადასხვა ხალხს ტრადიციული სამოსიც სხვადასხვანაირი აქვს, რაც კარგად ასახავს არსებულ კულტურას, გარემო პირობებსა თუ უცხო კულტურათა გავლენას. საქართველო ცალკეულ კუთხეთა სამოსელის უნიკალური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. 18 მაისს ქართული სამოსელის დღე აღინიშნა წალენჯიხის ეწერის საჯარო სკოლაში. სასიამოვნო იყო გაკვეთილებზე მოსწავლეები ეროვნული სამოსელით. გაიმართა ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმის - „ქეთო და კოტე“ ჩვენება. ფილმი წარმოადგენს საინტერესო მასალას ქართული სამოსელის მრავალფეროვნებისას, ასევე ეროვნული და ევროპული სამოსელის ურთიერთშერწყმის, ეროვნული სამოსის ევროპული სამოსელით ჩანაცვლების.
საქართველოში ეროვნული სამოსის დღე 18 მაისს აღინიშნება. მისი მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და მისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელს უფლება აქვს, უარი თქვას სასკოლო ფორმაზე, ისევე როგორც მოსწავლს - რა წერია კანონში
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ