მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში გათვალისწინებული სპორტული ფესტივალი ჩატარდა. სპორტულ აქტივობაში ბავშვებთან ერთად კლასის დამრიგებლებიც ჩაერთვნენ. გამარჯვებულ გუნდებს სკოლის მიერ დაწესებული გარდამავალი თასები გადაეცათ.
„მხიარულ სტარტებში“ ოთხივე პარალელური კლასი მონაწილეობდა. ისინი წინასწარ გაეცვნენ თამაშებს და ვარჯიშების შედეგად, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის დახმარებით თითოეული კლასის ნაკრები გუნდები - 10 ბიჭისა და 6 გოგონას შემადგენლობით შეარჩიეს.
გუნდები კენჭისყრის შედეგად დაწყვილდნენ, თამაშები მეტად საინტერესოდ და ემოციურად წარიმართა. ბავშვები შეჯიბრების პერიოდში მაქსიმალურ შესაძლებლობებს ავლენდნენ. ფინალში გავიდნენ მე-5-ა და მე-5-ბ კლასის გუნდები.
გამარჯვებისათვის ასპარეზობა საინტერესოდ წარიმართა - ბოლო თამაშში (ბაგირის გადაძალვა) მონაწილეობა ბავშვებთან ერთად კლასის დამრიგებლებმაც მიიღეს, რომელმაც მეტი ემოციურობა შესძინა შეჯიბრებას.
არჩეული ჟიურის მიერ შეჯამდა 4 მოძრავ თამაშში გუნდების მიერ დაგროვილი ქულები და საბოლოო შედეგი 18-18 დაფიქსირდა.
ორივე გამარჯვებულ გუნდს (მე-5-ა და მე-5-ბ კლასების დამრიგებლები: ნინო ბანცაძე და თეა მეშველიანი) გადაეცათ სკოლის მიერ დაწესებული გარდამავალი თასები, რომელიც სპორტის პედაგოგებმა გულნარა ბზიკაძემ და ბესიკ ჯანელიძემ გადასცა“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სპეციალური საბჭო იმსჯელებს
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ