სიახლეები
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლაში კომპიუტერული ლაბორატორია მოეწყო
27-05-2021
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში კომპიუტერული ლაბორატორია მოეწყო.

პროექტი - „კომპიუტერული ლაბორატორია“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა ეკატერინე ჩიტაურმა ევროკავშირის დაფინანსებით ENPARD - ის პროგრამის ფარგლებში განახორციელა, რომლის თანამონაწილეა დედოფლისწყაროს მერია.

„არხილოსკალოს საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ს და მის ჯგუფს, ბატონ ნიკოლოზ ჯანიაშვილის პროექტის თანადაფინანსებასა და მის განხორციელებაში.

ევროკავშირის პროგრამა ENPARD -ის ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პროექტი - „ევროკავშირი საქართველოსთვის“ ხორციელდება, რომელიც ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად საგრანტო კონკურსებს აცხადებს.

კონკურსის მესამე ეტაპის, სოციალური/საგანმანათლებლო პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაა.

ქალბატონმა ეკატერინემ განაცხადა, რომ განხორციელებული პროექტი ხელს შეუწყობს სოფელს, სკოლას, მასწავლებელს და მოსწავლეს დასახული მიზნების და გეგმების სრულყოფილად განხორციელებას ტექნიკური თვალსაზრისით. ასევე მადლობას უხდის ევროკავშირის პროგრამა ENPARD და მის ჯგუფს, რომ მისცა შესაძლებლობა, განეხორციელებინა თავისი ოცნება, „სასიამოვნო გარემო სკოლის კედლებში, ტექნოლოგიების სწავლებისას“ ასევე,  სკოლის დირექციას - ქალბატონ მაია სიმონიძეს, დედოფლისწყაროს მერს ბატონ ნიკოლოზ ჯანიაშვილს, მერის მოადგილეს ბატონ მალხაზ მერაბიშვილს და არხილოსკალოს გამგეობის თანამშრომელს ქალბატონ მარინე წიკლაურს და ყველას ვინც მცირედი წვლილი შეიტანა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.... ყველაზე მთავრი კი ოჯახს, რომელიც მაქსიმალურად უდგას გვერდით მიზნის მიღწევისას.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სპეციალური საბჭო იმსჯელებს

საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია

თითოეულ სკოლაში გაცდენილი საათები ანაზღაურდება - განათლების მინისტრის განმარტება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

სიახლეები
საზოგადოება