მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა იმიტირებულ სასამართლო პროცესში გაიმარჯვეს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა - კონსტანტინე ებრალიძემ და ალექსანდრე კალანდაძემ, ასევე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა - ნინო თაქთაქიშვილმა -,,ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში უნივერსიტეტის სახელით (კსუ) მიიღეს მონაწილეობა.
პროექტში მოსახვედრად, საქართველოს მასშტაბით არსებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, ორ ეტაპად მონაწილეობდნენ - კომისიამ, იმიტირებულ სასამართლო პროცესში დარეგისტრირებული გუნდები, პირველი ეტაპისათვის, ჯგუფის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის მიხედვით შეარჩია.
მეორე, ზეპირი რაუნდის ეტაპზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად - ხუთი გუნდი გადავიდა.
იმიტირებული სასამართლო პროცესის ზეპირი რაუნდი, კსუ-ს სტუდენტების მონაწილეობით, 16 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტის იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზში გაიმართა. სასამართლო პროცესზე, რომელიც მოქალაქეობისა და მოქალაქეობის არქონის საკითხებს შეეხებოდა, მოსარჩელეს კსუ, ხოლო მოპასუხეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდები წარმოადგენდნენ.
საქმე კოლეგიამ, სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილა და პროცესის საუკეთესო მოსარჩელე გუნდად - კსუ-ს ჯგუფი დაასახელა. ამ გამარჯვებასთან ერთად, კსუ-ს სტუდენტმა - კონსტანტინე ებრალიძემ - პროექტის გამორჩეული მონაწილის ტიტულიც მოიპოვა.
იმიტირებული სასამართლო პროექტის მონაწილეები და გამარჯვებულები სერთიფიკატებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა