მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის N2 საჯარო სკოლა განსაკუთრებული ზარ-ზეიმით და მხიარულებით შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
სკოლაში მთელი კვირა დაეთმო შემეცნებით აქტივობებს.
ჩატარდა კლასის საათი ყველა კლასში, ისტორიის ღია გაკვეთილები დამოუკიდებლობის თემაზე.
გაიმართა ესეების კონკურსი: ჩემი საქართველო.
ნახატების კონკურსი: დამოუკიდებლობა.
პოსტერების კონკურსი: 26 მაისი - თავისუფლების დღე.
26 მაისს კი სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა შემოქმედებითი ღონისძიება, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი სპექტაკლები, შეასრულეს სიმღერები, ქართული და აზერბაიჯანული ცეკვები.
სკოლის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტს, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს, რუსლან მუსაევს ასეთი ლამაზი დღესასწაულის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
იხილეთ ბმული:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება
მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.
რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ