სიახლეები
სკოლები

„მუდამ მემახსოვრება თქვენი მოელვარე მზესავით გასხივოსნებული თვალები“ - დისველის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ნიჭიერი თაობა გააცილა
27-05-2021
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ნიჭიერი თაობა გააცილა. პედაგოგები კურსდამთავრებულებს გამოემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცეს.

„ასლან შაინიძის სახელობის, სოფელი დისველის საჯარო სკოლის კედლებს, ბოლო ზარით შემორკალული, გასხივოსნებული სახეების სიხარული აცოცხლებს. სწორედ ისე, როგორც პირველად შევიგრძენი, თქვენი ენერგიით დამუხტული მზერა.

მე გადავხედე იმ ლამაზ წლებს, რომელიც თქვენს გულის ცემასთან მაკავშირებდა და ნათლად მახსოვს, როგორ შემოვდგი ფეხი გაკვეთილზე. როგორ შემომანათეთ გაბადრული, სიცოცხლით სავსე თვალები. როგორ გამაოცეთ, გამილამაზეთ განათლების საფეხურზე აღმავალი ცოდნის არეალი და ახლა.... დიდი ჰორიზონტისკენ მიილტვით მტრედისფერი გამარჯვების ალამით.

ჩემო განსაკუთრებულებო! გარკვეული გარემოებათა გამო, ვერ შევძელი, პირადად მომელოცა „ბოლო ზარის“ სევდანარევი სიხარული... რთულად აღსაქმელია, რომ  ამიერიდან გულმხურვალე სიკეთით, ზრდილობით, საუკეთესო აღზრდით ვერ გამითბობთ გულს. ამ საოცარი მოპყრობისთვის პირადად მე, როგორც ინდივიდი, დიდი მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს ძვირფასი  გრილიანდებით შემკობისთვის..

მარიამ ბერიძე - „სცენის დედოფალი“ ჩემთვის მისაბაძი, როგორც შრომისმოყვარეობით, ასევე თვითნაბადი ნიჭიერებით, წარმატებული მსახიობი და განსაკუთრებული „ჯულიეტა“ შექსპირის პიესებს შორის.

ირინა შაინიძე - „უნიჭიერესი მხატვარი“ ნებისყოფით და დიდსულოვნებით გაჯერებული, წარმატებული პიროვნება, მებრძოლი სულის გამორჩეული წარმომადგენელი.

ინეზა შაინიძე - „მუდამ მომღიმარი“ უნიჭიერესი და ულამაზესი შვილი, პასუხიმგებლობით გამსჭვალული მოსწავლე. არა ერთხელ ასახელა დისველის საჯარო სკოლა. გამოვარჩევ საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ მეორე ადგილის სრულყოფილად დაუფლებას და ამით  უდიდესი სახარულის მონიჭებას.

სალომე შაინიძე - „ენერგიის დაუშრეტელი წყარო“, სიცოცხლით და სიხარულით გაჯერებული მოსწავლე, ძლიერი, წარმატებული, შრომისმოყვარე და უსაყვარლესი პიროვნება.

მარიამ შაინიძე - „შარმიანი გოგო“ ჭკვიანი, წარმატებული და დიდი მომავლით დანათლებული.

მინდია შაინიძე - „თბილი და ყურადღებიანი მოსწავლე“.

თითოეულ თქვენთაგანს ვულოცავ ცხოვრების ერთი ეტაპიდან ახალი ჰორიზონტისკენ წინსვლას... ვულოცავ თქვენს დამრიგებელს, ქალბატონ ციცინო შაინიძეს, ასეთი წარმატებული, გამორჩეული მოსწავლეების მეურვეობას. სკოლას - ნიჭიერი თაობის გაცილებას, საგანმანათლებლო ცხოვრების ასპარეზზე...ბატონ ჯანსულ შაინიძეს - სკოლის დირექტორს იმ ძალისხმევისთვის ვუხდი მადლობას, რამაც თქვენ გამოგწრთვნათ და გაგინათათ წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა.

მე მუდამ მემახსოვრება თქვენი მოელვარე მზესავით გასხივოსნებული თვალები და ის სითბო, რომელიც მარგუნეთ ცხოვრების მნიშვნელოვან გზაგასაყარზე“, - აღნიშნავს პედაგოგი ნინო (ნინია) დოხტურიშვილი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

ცნობილია, ვინ იმუშავებს უმაღლესი განათლების რეფორმაზე - კომისიის წევრთა სია

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება