სიახლეები
სკოლები

„სიყვარული ამოძრავებს დედამიწას“ - თბილისის N128 საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს გამოემშვიდობა
28-05-2021
-
+


თბილისის N128 საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა. დირექციამ კიდევ ერთი საამაყო თაობა გააცილა სკოლიდან. გამოსამშვიდობებელი ღონისძიება შთამბეჭდავი იყო, კურსდამთავრებულები მე-8 კლასის მოსწავლეებმა მოულოდნელობებით გააოცეს. მასწავლებლებისგან მე-12 კლასელებს საჩუქრად გურამ დოჩანაშვილისა და ჯემალ ქარჩხაძის წიგნები გადაეცათ. 

„სიყვარული ამოძრავებს დედამიწას“ - ერთწლიანი პაუზის შემდეგ 128-ე საჯარო სკოლაში კვლავ ტრადიციული ბოლო ზარია... ახმაურდა სკოლის ეზო... კვლავ ერთად ვართ პედაგოგები და ჩვენი მთავარი საყვარელი პერსონაჟები - თეთრ პერანგებში გამოწყობილი მეთორმეტეკლასელები... კვლავ გაისმის სიხარულისა და სინანულის გამომხატველი ფრაზები...ემოციურად ვემშვიდობებით ერთმანეთს (რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით). 

მოულოდნელმა სიურპრიზმაც ერთად გაგვახარა - მესამე სართულის ფანჯრიდან სკოლის ეზოში მერვეკლასელების მიერ დამზადებული, ყვავილებითა და გულებით მორთული „თვითმფრინავი“ დაეშვა წარწერებით: გილოცავთ! გვიყვარხართ! გემშვიდობებით! წარმატებები თქვენ!

გამორჩეული დღე იყო, რადგან კურსდამთავრებულებმა გამოხატეს დიდი მადლიერება სკოლისადმი, ასევე ჩვენც დავუდასტურეთ მათ სიყვარული და პატივისცემა. „ბოლო ზარის“ საინტერესო მომენტიც დადგა - წარმატებული სწავლისა და სკოლის სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის მოსწავლეებს საჩუქრად გადავეცით გურამ დოჩანაშვილისა და ჯემალ ქარჩხაძის წიგნები. 

შეხვედრის ლაიტმოტივი იყო დიდი მწერლის სიტყვები: „სიყვარული ამოძრავებს დედამიწას“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

ცნობილია, ვინ იმუშავებს უმაღლესი განათლების რეფორმაზე - კომისიის წევრთა სია

სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სპეციალური საბჭო იმსჯელებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება