მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სკოლებში ბულინგთან და ყველა სახის ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით, დარგის სპეციალისტებთან და კვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად, ფართომასშტაბიანი კამპანია უკვე დაწყებულია.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ფსიქოლოგები სკოლებში აქტიურად მუშაობენ თუმცა, სისტემაში ფსიქოლოგიური სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდება. ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება გამოცდილი და გულისხმიერი სპეციალისტების დახმარება, რადგან განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზანია, არა მხოლოდ ძალადობის გამოვლინებაზე რეაგირება, არამედ, პირველ რიგში, მისი პრევენცია.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, ძალადობისა და ბულინგის აღსაკვეთად უმნიშვნელოვანესია მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების სათანადო ინფორმირება. შესაბამისად, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მათ ამომწურავი განმარტებები და რეკომენდაციები მიეწოდებათ. მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, რომ პრობლემების ცხადად დასანახად და მათ გადასაჭრელად აუცილებელია ბავშვების ჩართულობა და მათთან უწყვეტი დიალოგი. ამიტომ, უკვე დაწყებულია მოსწავლეებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, ძალადობისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, სახელმწიფო და ოჯახი გვერდიგვერდ უნდა იდგნენ, რადგან მოზარდებისთვის სკოლაში თუ სკოლის მიღმა კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ