მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე გიორგი მარგველანმა, ჭადრაკის ტურნირში, თავის ასაკობრივ კატეგორიაში I საპრიზო ადგილი დაიკავა. დირექციამ გიორგის სკოლის წარმატებით წარმოჩენისთვის საჭადრაკო კომპლექტი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის თამარ მეფის სახელობის სამრევლო სკოლისა და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის - ღია სამოქალაქო პლატფორმა „ლატლიიშდის" შენობაში ჩატარდა ილია გირგვლიანის სახელობის ტურნირი ჭადრაკში, სადაც მონაწილეობა მიიღეს: დაბა მესტიის, ლატალის, ნაკრის, იფარის, კალის, მულახის, იელისა და ბეჩოს სკოლის მოსწავლეებმა. ტურნირში ჩართული იყვნენ უფროსი ასაკობრივი კატეგორიის მონაწილეებიც.
საპრიზო ადგილებზე გასული ( I, II, III ადგილები) მონაწლეები დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებით და სამახსვრო საჩუქრებით. აგრეთვე, პირველ ადგილზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ ფულადო პირიზებითაც.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლიდან ტურნირში მონაწილეობა მიიღო VI კლასის მოსწავლემ გიორგი მარგველანმა, რომელმაც თავის ასაკობრივ კატეგორიაში დაიკავა I საპრიზო ადგილი.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლა ულოცავს გიორგის ასეთ მნიშვნელოვან წარმატებას და მადლობას უხდის მის ტრენერს - ამავე სკოლის ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებელს სპარტაკ ცინდელიანს (იღუმენი მამა კვირიკე), რომელმაც დიდი მუშაობა გასწია გიორგის მოსამზადებლად.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის დირექციამ გიორგის დამატებით გადასცა საჭადრაკო კომპლექტი და სიმბოლური საჩუქრები სკოლის წარმატებით წარმოჩენისა და მოტივატიის ამაღლებისათვის.
მადლობას ვუხდით ამ ღონისძიების სულისჩამდგმელს - სოფელ ლატალის მოძღვარს არქიმანდრიტ ეგნატეს, აგრეთვე, მადლობას ვუხდით სოფელ იელის მოძღვარს - დეკანოზ მამა არჩილს და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით სოფელ კალის მოძღვარს და გიორგის მასწავლებელს - იღუმენ მამა კვირკეს ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული წვლილისთვის“-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება
მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.
რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ