სიახლეები
საინტერესო , ინტერვიუ

რატი დურგლიშვილი: „ჩემმა სათამაშოებმა სამყაროსთან საერთო ენა იპოვეს“
20-12-2017
-
+


პროფესიით მხატვარი, კერძოდ კი მოქანდაკე რატი დურგლიშვილის ხელნაკეთმა ნაძვის ხის სათამაშოებმა უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

მომღერლის სამომავლო გეგმაა, ხელნაკეთი აქსესუარები სამომავლო ბიზნესად აქციოს. როგორ დაიწყო სათამაშოების იდეა და როგორ ხვდება მომღერალი ახალ წელს, ამის შესახებ მან etaloni.ge-სთან იუსაბრა.

- ახალი წელი, დღესასწაული, რომელიც ყველას უყვარს. როგორ ხვდება რატი დურგლიშვილი ახალ წელს?

- ახალი წელი ჩემთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე. ეს სიყვარული პირველ რიგში, მშობლებიდან გამომდინარე მოდის. ჩვენ გვქონდა ასეთი ტრადიცია, სოფელში მივყავდით მამას, რადგან იქ თოვლი იყო და ისეთ აურას გვიქმნიდა, რომ დილას თოვლის ბაბუას და საჩუქარს ველოდებოდით. ასე ნელ-ნელა ჩაინერგა ჩემში ამ დღესასწაულის სიყვარული. ძალიან მიყვარს ეს დღე.

- რამე განსაკუთრებული ტრადიცია თუ გაქვს ამ დღეს?

- განსაკუთრებული ტრადიციაა, რომ ყოველ წელს ნაძვის ხის სათამაშოებს ვცვლი. განსაკუთრებული მეტი არაფერი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ როგორც ყველა ქართულ ოჯახში, ჩვენთანაც კეთდება საცივი. ერთმანეთს ვულოცავთ ცქრიალა ღვინის გახსნით და შემდეგ უკვე ოჯახის წევრები, ვისაც რა აქვს დაგეგმილი, იქ მივდივართ. ბოლო პერიოდი, კონცერტებიდან გამომდინარე, სულ გარეთ ვხდები ახალ წელს. ახლაც ასე მიწევს.

- მოგვიყევი შენი ახალი საქმიანობის შესახებ. როდის გაჩნდა იდეა და როდის დაიწყე ამ ყველაფრის გაკეთება?

- ჩემი  ძირითადი სპეციალობა არის მხატვრობა,  კერძოდ მოქანდაკეობაზე ვაკეთებ აქცენტს. ასეთ რაღაცებს ძალიან ხშირად ვქმნი, ზოგადად ძალიან მიყვარს ახალი რაღაცების მოფიქრება. მიყვარს, როდესაც რაღაცის ფუძემდებელი. რადგანაც ყოველ წელს ნაძვის ხის სათამაშოებს ვცვლი, წელს ვიფიქრე, რომ ჩემი ხელით გავაკეთებდი ამ აქსესუარებს და თავად მოვრთავდი ნაძვის ხეს. ეს იყო მთავარი მიზანი, ასევე ჩემი მეგობრებისთვისაც მინდოდა საახალწლო საჩუქრები გამეკეთებინა. მომივიდა იდეა, აქცენტი მქონდა ნატურალურ მასალაზე გაკეთებული და ასე ნელ-ნელა დავიწყე ამ ყველაფრის კეთება. გავუგზავნე ჩემს ერთ მეგობარს და ძალიან მოეწონა, სწორედ მან მითხრა, რომ რატომ არ გინდა, ეს ყველაფერი ბიზნესად აქციოო.

- როგორც ვიცი, საზღვარგარეთ დიდი მოწონება დაიმსახურა ამ ნაძვის ხის სათამაშოებმა...

- პირველ რიგში, დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენს ქვეყანაში, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას. როდესაც, პირველი ფოტო დავდე ისეთი დადებითი კომენტარები წამოვიდა, რომ უდიდესი სტიმული მომეცა და შეიძლება ითქვას, რომ ჩემმა სათამაშოებმა სამყაროსთან საერთო ენა იპოვეს. ფოტოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში მომივიდა მესიჯები, რომ დაიტერესებული იყვნენ ამ აქსესუარებით. მთხოვეს, რომ ექსკლუზივს აიღებდნენ  ჩემგან და თან იდეაშიც მქონდა ბიზნესგეგმა და ამ ყველაფერს დავთანხმდი. შრომატევადია ძალიან, მაგრამ სახელისთვის უდიდესი საქმეა. როდესაც ერთ თვეში რაღაცას შექმნი და ამ პერიოდშივე უმსხვილეს კომპანიებთან ექსპორტზე გადიხარ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სასიხარულოა ისიც, რომ ბევრ მნიშვნელოვან ადამიანს შენი ხელნაკეთი ნივთი ექნება სახლში.





- რა სამომავლო გეგმები გაქვს ამ კონკრეტული თემის გარშემო?

- ერთ-ერთი კომპანია, რომელიც დამიკავშირდა დაიტერესებულია ჩემით, რომ რას გავაკეთებ კაცების დღეს, ქალების დღეს და ა. შ. მათ აინტრესებთ, რამდენად ფართო შესაძლებლობები მაქვს მე ამ მხრივ. სავარაუოდოდ, ჩემი აყვანა უნდა ამ კომპანიას, გვაქვს მიმოწერა, თუმცა ჯერ არ ჩქარობენ და მაკვირდებიან, ბოლომდე ვერ ვამბობ ვერაფერს. შემდეგი წლისთვის ვემზადებით, ვმუშაობთ სააღდგომო შეკვეთებზე, ასევე 8 მარტზე, გაწერილია გეგმები. შეფუთვა არის ძალიან ლამაზი და ორიგინალური. სული და გული ჩავდე ამ ყველაფერში. დღის განმავლობაში შეიძლება 40-50-მდე ნივთიც კი გავაკეთო.



- და ბოლოს, მიულოცე სრულიად საქართველოს ახალი წელი....

- მივულოცავ ჩვენს ქვეყანას ახალ წელს. 2018 წელი ყოფილიყოს ოცნებების ახდენის წელი. ჯანმრთელები იყავით პირველ რიგში, მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში, გვიყავრდეს ერთმანეთი და უფრო მეტი პატივისცემა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება