მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N71 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგმა ეკა მაისურაძემ სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ერთად გატარებული საინტერესო სასწავლო წლისთვის მადლობა გადაუხადა. პედაგოგი ემოციურად აღწერს სასწავლო წლის დასაწყისში პატარებთან პირველ შეხვედრას.
„დიდი გამოწვევებით დავიწყეთ ეს სასწავლო წელი, ახლაც მახსოვს ემოცია, ჩემი ნერვიულობა, ვჯდები ლეპტოპთან, ვრთავ აჩქარებული გულისცემით და შემომცქერის 29 წყვილი თვალი, გაოცებული და გაფართოებული მზერით იმდენად ვნერვიულობდი, არ მახსოვს რა, ან რაზე ვისაუბრე...
მიუხედავად ყველაფრისა, მოვახერხეთ ურთიერთობა, მეგობრობა, ნდობა, სიყვარული, სწავლა და განათლება, ჩვენ ეს შევძელით! და აი დღეს, ეს საკმაოდ რთული სასწავლო წელი, ასეთი ლამაზი დღით დავაგვირგვინეთ.
მადლობა ჩემო ძვირფასო ბავშვებო, ჩემო მოსწავლეები, მადლობა სიყვარულისთვის, მადლობა იმ ლამაზი სიტყვებისთვის და ემოციებისთვის, რითაც მთელი წელი მახარებდით და მახალისებდით, მადლობა მშობლებო, ჩემო ადამიანებო, სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის. მადლობა, რომ ასე ერთად, ერთად დგომით, მხარდამხარ გავიარეთ ეს სასწავლო წელი. წინ საინტერესო პერიოდი გვიდევს, ბევრი სასიამოვნო ფორიაქით სავსე. მიყვარხართ, მახარებთ.
უღრმესი მადლობა ჩვენი 71-ე სკოლის დირექციას, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, მადლობა მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავს დაწყებითი კლასის დამრიგებელი ეკა მაისურაძე.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ