სიახლეები
სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი ცდომილებისას, თუ მატერიალური ჟურნალის ნიშანი, ელექტრონულისას არ ემთხვევა?
29-05-2021
-
+


მე-12 კლასელები სკოლებმა უკვე გააცილეს და ახლა კურსდამთარებულებისთვის ნიშნების გამოყვანის საპასუხისმგებლო პროცესი დაიწყო. მანამ სანამ მატერიალური ჟურნალი საბოლოოდ გაუქმდება, სკოლები მას ელექტრონულთან ერთად აწარმოებენ. ეს კი არცთუ ისე ცოტა უხერხულობას უქმნის პედაგოგებს. 

როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, როდესაც მატერიალური ჟურნალის ნიშანი არ ემთხვევა ონლაინ ჟურნალის ნიშანს? შეუქმნის თუ არა პრობლემას ეს ცდომილება მოსწავლეს? - აღნიშნულ კითხვას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პასუხობს. უწყების განმარტებით: 

სკოლა, რომელიც 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში აწარმოებდა, როგორც მატერიალურ საკლასო ჟურნალს, ასევე - ელექტრონულ ჟურნალს, XII კლასის (ნებისმიერი კლასის შემთხვევაში) მოსწავლეთა, როგორც პირველი და მეორე სემესტრის, ასევე - წლიური შეფასებების გამოთვლისას, უპირატესობას ანიჭებს საკლასო, მატერიალურ ჟურნალს. აქედან გამომდინარე მოსწავლეს პრობლემა არ შეექმნება.

რაც შეეხება იმ სკოლებს, რომლებიც მატერიალურ ჟურნალს არ აწარმოებდნენ: სკოლა, რომელიც 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში აწარმოებდა მხოლოდ ელექტრონულ ჟურნალს, XII კლასის მოსწავლეთა, როგორც პირველი და მეორე სემესტრის, ასევე - წლიური შეფასებების გამოთვლას განახორციელებს მართვის სისტემის მიერ მიწოდებული ექსელის ფაილისა და ელექტრონულ ჟურნალში მასწავლებლის მიერ აღურიცხავი შეფასებების მიხედვით. მონაცემებში უზუსტობის დადგენის შემთხვევაში, პედაგოგი სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით უზრუნველყოფს ინფორმაციის შესწორება/რედაქტირებას და სემესტრული და წლიური შეფასებების გამოთვლას.

ცნობისთვის, მატერიალური ჟურნალი მომავალი წლიდან უქმდება და სკოლებისთვის ელექტრონული ჟურნალის წარმოება სავალდებულო ხდება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა აბინძურებს დედამიწას და რა ევალება თითოეულ ადამიანს მის გადასარჩენად

ღონისძიება მართლაც მხიარული, ემოციებითა და გულშემატკივართა ოვაციებით სავსე გამოდგა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება