მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის კახაბერ ბრეგვაძის სახელობის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. აქტივობებში როგორც დაწყებითი კლასის მოსწავლეები, ასევე უფროსკლასელები მონაწილეობდნენ.
კვირეულის ფარგლებში, დაწყებითი კლასის მოსწავლეები მხატვრული ღონისძიებით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე. სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს ლაშქრობა სკანდის ციხეზე, ასევე მსვლელობა სოფლში არსებულ დიდების მემორიალთან. „დიდი ქართველი მეფეები“ - ამ სახელწოდებით ჩატარდა ღია გაკვეთილი. მოსწავლეებმა ვირტუალურად იმოგზაურეს საქართველოს სხვადასხვა მხარეში, დაამზადეს პლაკატი.
უფროსკლასელებმა ამ ისტორიული დღის ფაქტები და მოვლენების მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ დამოუკიდებლობის დღის მოსაპოვებლად და განმტკიცებისათვის არაერთი თაობა იბრძოდა.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ