მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ რუსეთის იმპერსიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული 3 წლის თავზე შეწყვიტა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კი ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა, გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად იქნა ცნობილი, დაინიშნა უზენაესი საბჭოს არჩევნები, 1991 წლის 31 მარტს კი ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი: „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ - მონაწილეთა 98.9%-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი და 1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
საქართელოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, აფნიის საჯარო სკოლამ ზეიმით აღნიშნა. ღონისძიების მთავარი გმირები სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. ეს კი, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეები ისეთ თარიღებს არ ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიაში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ