სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლეების სიყვარული მაძლებინებს და არასოდეს ვიღლები“ - ხათუნა ხიდაშელი, თბილისის N102 საჯარო სკოლის დირექტორი
28-05-2021
-
+


Etaloni.ge თბილისის N102 საჯარო სკოლის დირექტორს, ხათუნა ხიდაშელს წარმოგიდგენთ, რომელიც მიუხედავად უდიდესი პასუხისმგებლობისა და პანდემიის გამო შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციისა, არასოდეს იღლება საყვარელი საქმის შესრულებით და იცით, რატომ? - მოსწავლეების, ბავშვების სიყვარული აძლევს ძალას, გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას, თბილისის N102 საჯარო სკოლა მოწოდების სიმაღლეზე აიყვანოს და თავად იყოს წარმატებული ხელმძღვანელი. როგორ დაძლია ერთმუშტად შეკრულ გუნდთან ერთად ყველა წინააღმდეგობა? როგორ აპირებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის დაძლევას? რას ფიქრობს სამედიცინო კაბინეტებისა და სოცმუშაკების ინტეგრირებაზე სკოლაში? - ამ და სხვა კითხვებს ხათუნა ხიდაშელი პასუხობს.

- როგორ დაძლია ჩვენმა სკოლამ 2020-2021 სასწავლო წლის გამოწვევები? - სიმართლე გითხრათ, პანდემიამ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა ყველა სკოლა და მათ შორის ჩვენც, თუმცა გავართვით თავი - ტექნიკური მხარის მოგვარებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სკოლის საინფორმაციო მენეჯერმა, რომელიც უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში ეხმარებოდა მშობელსაც და სკოლის თანამშრომლებსაც, რათა გაემარტივებინა დისტანციური სწავლებისას პროცესების მართვა; აგრეთვე, სკოლაში დასაქმებული მაღალკვალიფიციური მასწავლებლების გუნდმა ამ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი. მოგეხსენებათ, ჰიბრიდული მოდელით მიმდინარეობდა სწავლა, ბავშვების ნაწილი ონლაინ-რეჟიმს ირჩევდა და ამიტომ, პედაგოგებს ორმაგის შრომა უწევდათ და მოხარული ვარ - ყველა წინააღმდეგობა დავძლიეთ, რისთვისაც თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი.

- თქვენ, როგორც დირექტორმა, როგორ შეძელით პროცესების მართვა, ქალბატონო ხათუნა?

- ნამდვილად არ იყო მარტივი... უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობდით, რათა წუთიც არ დაკარგულიყო და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე ხელშეშლას არ ჰქონოდა ადგილი და  მოსწავლეებს მიეღოთ სრულფასოვანი განათლება.

- სწორედ ხარისხზე უნდა გკითხოთ - დაუგეგმავი ორკვირიანი არდადეგების გამო, რამდენად ასწრებთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის შესრულებას?

- ესგ-ს რედაქტირებამ მოგვცა შესაძლებლობა, მოვახდინოთ მოდიფიცირება, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ -  ეს არ მოხდება იმის ხარჯზე, დასახულ მიზნებს სკოლამ გვერდი აუაროს; სასკოლო სასწავლო გეგმას მოვარგებთ ჩვენი სკოლის საჭიროებას.

- აღნიშნეთ, რომ სასწავლო წელი რთული იყო, თუმცა იმავდროულად, იყო სიახლეები სკოლებისთვის, მათ შორისაა სამედიცინო კაბინეტების აუცილებლობა...

- დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის ექიმს უმნიშვნლოვანესი როლი აკისრია და ჩვენთან მეექვსე წელია ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი; მოსწავლეებსა და სკოლის თანამშრომლებს ემსახურება მაღალკვალიფიციური ექიმი, რომელიც აქტიურადაა ჩართული სასკოლო ცხოვრებაში და დირექციასთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მონიტორინგს უწევს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს; შედეგად კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მინიმუმამდეა დაყვანილი.

- ისე, როგორი დირექტორი ჰყავს თბილისის N102 საჯარო სკოლას, ქალბატონო ხათუნა?

- მოტივირებული, ენერგიული, სიახლეებზე ორიენტირებული და რაც მთავარია, მოსწავლეების სიყვარულის განმსჭვალული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

- თუ გყავთ ისეთი მოსწავლეები, რომელთა ჩართვაც სასწავლო პროცესში, გამოწვევებთანაა დაკავშირებული და თუ დაგეხმარებათ სოცმუშაკების ჩართულება ამ პრობლემების მოგვარებაში? მით უმეტეს, რომ მოსწავლეს სტატუსი 45 დღის გაცდენის შემდეგ ავტომატურად უჩერდება.

- განათლების სოციალური მუშაკების ჩართულობას ნამდვილად მივესალმები და მოხარული ვარ, რომ სოციალური მდგომარეობით გამოწვეული სხვადასხვა სიძნელების დაძლევაში, რა თქმა უნდა, მშობელთა მხარდაჭერით, დაეხმარებიან. ჩვენ სკოლაშიც არიან მსგავსი ტიპის მოსწავლეები და სწორედ, სოცმუშაკების მხარდაჭერის იმედი გვაქვს - ამ კუთხით სკოლა იგრძნობს შვებას და მდგომარეობა გამოსწორდება.

- შეძლებენ  კი სოცმუშაკები, მოიპოვონ ნდობა ბავშვებში მაშინ, როდესაც ამის გაკეთება მასწავლებლებსაც უჭირთ?

- ეს მოხდება მასწავლებლებთან ერთად... გუნდის მუშაობის შედეგად, სოცმუშაკები შეძლებენ უფრო მკაფიოდ გაეცნონ ოჯახების მდგომარეობას, დაეხმარებიან  მოსწავლეებს და ერთად დავარწმუნებთ მათ სკოლის საჭიროებაში, რათა არ დაირღვეს უმთავრესი - განათლების მიღების უფლება.

რაც შეეხება სტატუსის შეჩერებას 45 დღის გაცდენის შემდეგ, ამ სიახლესაც პოზიტიურად შევხვდი. დამრიგებელიც სისტემატურად შეისწავლის სკოლაში არგამოცხადების მიზეზს, აღარ დაველოდებით 90 დღეს და სახელმწიფოც აღარ დახარჯავს ტყუილად  თანხას.

- ისეთი გატაცებით საუბრობთ თქვენს სკოლაზე, ეტყობა ძალიან გიყვართ. როგორია თქვენი გზა დირექტორობამდე, ქალბატონო ხათუნა?

- ბავშვობიდან მასწავლებლობაზე ვოცნებობდი, ვთამაშობდი „მასწავლებლობანას“ და ბედნიერი ვარ, ოცნება რეალობად რომ მექცა, ჯერ შემცვლელ მასწავლებლად ვმუშაობდი, მოგვიანებით, ინგლისურის მასწავლებელი ვიყავი, შემდეგ გახლდით დირექტორის მოადგილე, დირექტორი, ახლა კი მოვალეობის შემსრულებელი ვარ...

ძალიან მიყვარს ბავშვები და ვფიქრობ, ამ პოზიციიდან უფრო უკეთ შევძლებ, აქტიური როლი შევასრულო მომავალი თაობების აღზრდასა და მათ ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში; ამ პოზიციიდან უკეთ შევძლებ  ახალი, მესამე თაობის სასწავლო გეგმაში საკუთრი წვლილის შეტანას; ჩემს საქმეს უდიდესი მონდომებით ვასრულებ და დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად ვზრუნავ ჩემი მოსწავლეების ჯანმრთელობაზე; იმავდროულად  კი ხელს ვუწყობ  ხარისხიანი და უსაფრთხო განათლების მიღებაში... რთულია თუ არა? - მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩემი მოსწავლეების სიყვარული მაძლებინებს და არასოდეს ვიღლები.

- ფიქრობთ, დირექტორი მასწავლებლობიდან უნდა მოდიოდეს?

- აუცილებლად... თუ მასწავლებელი არ ხარ, არ შედიხარ გაკვეთილზე, მოსწავლეს მასწავლებლის თვალით ვერ უყურებ, არ განიცდი ტკივილსა და სიყვარულს, ძალიან გაგიჭირდება.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

დამატებით ანაზღაურებას ბაღებში დასაქმებული  3 100 თანამშრომელი მიიღებს

ქიმიის საგამოცდო ტესტები გამოქვეყნდა - NAEC

მასწავლებლების საყურადრებოდ - სამოქალაქო განათლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

აღსანიშნავია, მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება