სიახლეები
სიახლეები

ყოფილი სკოლა-პანსიონის შენობაში 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს - გლოვა კანადაში
29-05-2021
-
+


კანადაში, ყოფილი სკოლა-პანსიონის შენობაში, მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 215 ბავშვის ნეშტი იყო დამარხული, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კანადა გლოვობს, რადგან 2015 ბავშვის ნეშტი ძირძველ სკოლაში იპოვეს ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, გამოცემა წერს, რომ ბავშვები იყვნენ ბრიტანული კოლუმბიის Kamloops Indian Residential School-ის მოსწავლეები, რომლებიც 1978 წელს დაიხურა. მუზეუმის სპეციალისტები და საგამოძიებო ორგანოები ბავშვების გარდაცვალების დროისა და მიზეზების დასადგენად მუშაობენ.

მასობრივი სასაფლაოს აღმოჩენის ფაქტს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო გამოეხმაურა და კანადის ისტორიის „სამარცხვინო თავის მტკივნეული მოგონება“ უწოდა.

კანადაში, მე-19-მე-20 საუკუნეებში სავალდებულო სკოლა-პანსიონებს მთავრობა და რელიგიური ლიდერები მართავდნენ და ამ სკოლების მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი ასიმილაცია იყო. Kamloops Indian Residential School- ი უდიდესი ასეთი პანსიონი იყო, რომელიც რომის კათოლიკური ეკლესიის ადმინისტრაციის დროს, 1890 წელს გაიხსნა, სკოლაში 500-მდე მოსწავლე სწავლობდა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება