სიახლეები
სიახლეები

რას ნიშნავს საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლა და შეიძლება თუ არა მისი დამატება ან წაშლა? - რა უნდა იცოდეთ პროგრამის არჩევისას
30-05-2021
-
+


2021 წლის აბიტურიენტებს სარეგისტრაციო განაცხადში აღარ შეუძლიათ ისეთი ცვლილებების შეტანა, როგორიც არის საგამოცდო ენა, ჩასაბარებელი საგანი ან ქალაქი, თუმცა აპლიკანტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო პასუხების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით შეუძლიათ შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამები. 

აბიტურიენტების ნაწილს საგანმანათლებლო პროგრამის ცვლილებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ უფრო მეტად განვმარტოთ, რას ნიშნავს საგანმანათლებლო პროგრამის ცვლილების უფლება.

„სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამის მითითების და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე“, - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ აბიტურიენტთა 2021 წლის ცნობარშია მითითებული.

საგანმანათლებლო პროგრამის ცვლილება ნიშნავს, იმას რომ აბიტურიენტებს, მოცემული დროის გასვლამდე შეუძლიათ წაშალონ ან დაამატონ სასურველი პროგრამა. შეცვალონ ე.წ. პრიორიტეტული სია და თავიდან დაალაგონ მათი ინტერესის მიხედვით. 
 
საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისას აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ თუ რომელი სავალდებულო საგანია მითითებული პროგრამაზე - ისტორია თუ მათემატიკა და რომელს აბარებენ თავად.

არ უნდა დაგავიწყდეთ რომ ყოველი ცვლილების შემედგომ დააჭიროთ ღილაკს „შენახვა“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება