სიახლეები
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლას უმასპინძლა
31-05-2021
-
+


2020 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მხარი დაუჭირა და დააფინანსა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული სამეცნიერო ცენტრის მიერ წარდგენილი პროექტი „საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა – აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტი)“, რომლის თანაორგანიზატორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიცაა.

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მისი განხორციელება 1 წლით გადაიდო და ის წელს, 26 მაისს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობენ მსმენელები როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან. მასში, ასევე, ჩაერთვნენ მსმენელები გალის რაიონიდან.

30 მაისს სკოლის გამსვლელი სხდომა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. სტუმრებს მიესალმა რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. მან ხაზი გაუსვა აღნიშნული პროექტის სახელმწიფოებრივ და საგანმანათლებლო მნიშვნელობას. „მოგესალმებით ჩვენს უნივერსიტეტში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რომ ჩვეულებრივი უმაღლესი სასწავლებელი არაა, ამას მიანიშნებს აქ დღევანდელი თქვენი სტუმრობა და ისიც, რომ ამ პროექტის იდეის გაჩენისას სწორედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოდგა ძირითად პარტნიორად. მადლობას გეუბნებით ამ დამოკიდებულებისა და ამ ინიციატივისათვის. თქვენ დაინახეთ ჩვენი უნივერსიტეტის ადგილი როგორც ქართულ სახელმწიფოში, ისე – საგანმანათლებლო სივრცეში. მინდა გითხრათ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ბედის თანაზიარია. ჩვენ, ისევე, როგორც დღევანდელი საქართველო, ორ ნაწილად ვართ გახლეჩილი: ერთი სოხუმშია, მეორე – თბილისში. ამიტომაც ჩვენ ხიდი უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა ვიკისროთ დროებით დანაწევრებული ჩვენი სამშობლოს გაერთიანება, იმ ოკუპირებული ნაწილის დედა-სამშობლოში დაბრუნება. დიახ, ჩვენ ხიდი უნდა ვიყოთ, რადგან ხიდი კავშირია, გამაერთიანებელია. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმატებულ მუშაობას გისურვებთ“.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსმენელებს მოხსენებები წაუკითხეს:

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა განათლებისა და კულტურის საკითხებში, ქალბატონმა მანანა ქვაჩახია – „ენობრივი პოლიტიკა საგანმანათლებლო სისტემაში ოკუპაციის პირობებში (აფხაზეთის მაგალითი)“; გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა, ბატონმა გიორგი პატაშურმა – „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ისტორიული არქიტექტურული ნაგებობებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცესი და მისი მნიშვნელობა“; „ლურჯი ფარის“ საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა მანანა თევზაძემ – „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები ჰააგის კონვენციის შესრულების ჭრილში“.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული „სკოლის“ მუშაობის მოდერატორი იყო ისტორიის დოქტორი, პროფესორი თემო ჯოჯუა.

ზოგადად კი, 26-30 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სკოლის მსმენელების წინაშე წარსდგნენ მოხსენებებით:

პროფესორი ზურაბ პაპასქირი – „აფხაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა“; „რუსეთის იმპერიული პოლიტიკა აფხაზეთში (XX საუკუნე)“;

პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის (საქართველო) ისტორიის ენობრივი ასპექტები“;

ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე – „მულტიკულტურული აფხაზეთი“; „„აფხაზთა სამეფოს“ კულტურა და წერილობითი ძეგლები“; „აფხაზეთის ეპიგრაფიკული ძეგლები“;

ასოცირებული პროფესორი ბეჟან ხორავა – „ცხუმის საერისთავო და აფხაზეთის სამთავრო“; „რუსეთის იმპერიული პოლიტიკა აფხაზეთში (XIX საუკუნე)“;

ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა – „სამურზაყანო XVIII-XIX საუკუნეებში“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება