მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილ ტრენინგს დაესწრო.
სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო. პროექტი ახალი სახელმძღვანელოს - „რა ვიცით პარლამენტის შესახებ?“ დანერგვას ეხება.
„განათლების და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო. საქართველოს 50 სკოლაში პარლამნტარიზმის შესახებ პროექტის პილოტირებისათვის მოსმზადებელი ღონისძიებები დაიწყო, რომლის მონაწილე პედაგოგებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილმა.
2021 წელი საქართველოს კონსტიტუციის საიუბილეო წელია და სიმბოლურია, რომ საქართველოს პარლამენტი წელს იწყებს სკოლებში მნიშვნელოვანი პროექტის დანერგვას, რომელიც მიზნად ისახავს სკოლებში მოსწავლეთა პარლამენტარიზმის ისტორიის, მისი ფუნქციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ჩერნიშოვამ ფართოდ ისაუბრა სახელმძღვანელოს მნიშვნელობის შესახებ.
პროექტი, რომელიც V-VI და VII კლასების სასწავლო გეგმაში ახალი სახელმძღვანელოს - „რა ვიცით პარლამენტის შესახებ?“ დანერგვას ეხება, თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლეებისთვის.
სამოქალაქო განათლების ექსპერტის ნინო გვარამაძის თქმით, ეს ინიციატივა ძალზედ მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ზრდის ცნობიერებას პარლამენტის შესახებ, მოსწავლეებმა პატარა ასაკიდანვე უნდა იცოდნენ რას წარმოადგენს პარლამენტი.
22-23 მაისს, განათლების და კულტურის სამინისტროს მიერ დაგეგმილ ტრენინგს ესწრებოდნენ საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების („ჩვენი საქართველო“ და „მოქალაქეობა“) პედაგოგები, მათ შორის სავანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ლამზირა ოსეფაშვილი.
გაიმართა ინტერაქციული ლექცია, რომელიც ჩაატარა:
ნინო გვარამაძემ პედაგოგიკის დოქტორმა და სამოქალაქო განათლების ექსპერტმა, რატი ფრუიძემ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა, მერი მახარაშვილმა საქართველოს პარლამენტის კომუნიკაციის ექპერტმა“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია