მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IVა კლასში, საგანში „მე და საზოგადოება“, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩატარდა.
საგნის პედაგოგი მადონა სულაქველიძეა.
მოსწავლეებმა თხზულებითა და ილუსტრაციით წარმოადგინეს „კვირა დღე ტყეში“, სადაც მოსწავლეებს კარგად ჰქონდათ გათავისებული კომპლექსური დავალების პირობა, მსჯელობდნენ, თუ როგორ უნდა იზრუნონ ტყის მოვლაზე, გაუფრთხილდნენ, დაიცვან დედა-ბუნება.
„ბუნებაზე ზრუნვა და მოვლა-პატრონობა თითოეული მოქალაქის ვალია. უფალმა ბუნების გვირგვინად ადამიანი მოავლინა. მას აზროვნების უნარი მისცა და მასზე ზრუნვა, მოვლა-პატრონობაც დააკისრა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით ფერადი ფურცლებისგან ყვავილები და მისალოცი ბარათები დაამზადეს